Get Adobe Flash player

მიღება

სასწავლო პროცესის მონაწილენი არიან მოსწავლეები, მათი მშობლები (კანონიერი წარმომადგენლები), მასწავლებლები და დაწესებულების სხვა მოსამსახურენი.


მოსწავლეთა ჩარიცხვა სკოლაში ჩაირიცხებიან ბავშვები გასაუბრების საფუძველზე. სკოლაში ჩარიცხვის საწყისი ასაკი შეესაბამება განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს (დაბადებული 31 დეკემბრის ჩათვლით).


1. დაწყებით სკოლის პირველ კლასში ჩარიცხვისას იხსნება მოსწვლეთა პირადი საქმე. პირველ კლასში შემსვლელმა მოსწავლის კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს:
• განცხადება;
• 2 ფოტოსურათი;
• დაბადების მოწმობის დედანი, მისი ასლი (ნოტარიულად დასტურებული) და პირადი ნომერი;
• მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
• ხელშეკრულება ზოგადსაგანმანათლებო მომსახურებისა და მოვლის პირობების შესახებ.

 

2. პარალელურ კლასებში მოსწავლეთა განაწილება ხდება მათი მშობლების განცხადებების საფუძველზე. მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა უკვე აჭარბებს სკოლაში განთავსებული სახელმწიფო დაკვეთის ზღვრულ ოდენობას.

 

3. მოსწავლის მიღება სხვა სკოლიდან დასაშვებია საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის ბრძანების N 114/ნ 29.06.2011 წ. (მობილობის წესი) საფუძველზე. გადმოყვანა ხდება მშობლის განცხადების საფუძველზე, კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ, ყოველი წლის 1 ივლისიდან 31 ივლისამდე და 25 დეკემბრიდან 20 იანვრამდე. მშობელი ვალდებულია წარმოადგინოს აკადემიური მოსწრებისა და გაცდენების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამორიცხვის ბრძანება და პირადი საქმე. Mმობილობის მსურველს შეიძლება უარი ეთქვას ჩარიცხვაზე, თუ სკოლას სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებში მეტი მოსწავლის მიღება არ შეუძლია ან მასთან გასაუბრების შემდეგ დადგინდა, რომ მისი ცოდნის დონე არ შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს და სკოლის მოთხოვნებს. სკოლის მოთხოვნა გულისმობს, რომ მობილობის მსურველს ჰქონდეს შეფასება ყველა საგანში - არანაკლებ 7 ქულა.

 

4. სხვა ქვეყნიდან მოსწავლის მიღება დასაშვებია აპოსტილის მიღების და დამატებითი სასწავლო გეგმების ორგანიზებისას.

 

5. დასაშვებია მოსწალეების პარალელურ კლასებში გადასვლა. ამ საკითხს წყვეტს სკოლის დირექტორი მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) დასაბუთებული განცხადების საფუძველზე.


ძებნა

შესვლა

 

TOP.GE