Get Adobe Flash player

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება N79/ნ

 

2010 წ. 14 ივლისი                                                                                 ქ.თბილისი

 

 

მოსწავლის ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ

 

 

”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ”შ1დ” ქვეპუნქტის, 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის ”ლ” ქვეპუნქტისა და ”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ”საქართველოს მთავრობის 2004 წ. 21 მაისის  #37 დადგენილებით დამტკიცებული  დებულების მე-2 მუხლის მე-2  პუნქტის ”პ.ი” და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ”მ” ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

                                               ვბრძანებ:

 

1.დამტკიცდეს მოსწავლის ქცევის  კოდექსი   ბრძანების დანართის შესაბამისად.

2.ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

 

 

 

 

                                     დიმიტრი შაშკინი

 

 

მოსწავლის ქცევის კოდექსი

თავი 1. ზოგადი დებულები

მუხლი 1. რეგულირების საგანი

1.მოსწავლის ქცევის კოდექსი (შმდგომში ”ქცევის კოდექსი”) არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე, სკოლის მიერ ორგანიზებილ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.

2.ქცევის კოდექსი ხელს უწყობს სწავლისათვის ისეთი გარემოსა და პირობების შექმნას, სადაც მოსწავლე შეძლებს ცოდნის მიღებას, უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებას.

3.სკოლა ვალდებულია, ყველა მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს გააცნოს მოსწავლის ქცევის კოდექსი.

4.სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლის ქცევის კოდექსს.

 

მუხლი 2. ქცევის კოდექსის მიზანი

 

1.ქცევის კოდექსის მიზანია, დანერგოს მოსწავლის ქცევის ერთიანი წესები.

2.ქცევის კოდექსი ხელს უწყობს მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევის მართვას, მოსწავლეთა დისციპლინისა და ურთიერთპატივისცემის, სკოლაში კეთილგანწყობილი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას.

 

მუხლი 3.რეგულირების სფერო

1.ქცევის კოდექსი ვრცელდება  საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე  და მოქალაქეობის  არმქონე სკოლის ყველა მოსწავლეზე.


თავი 2. მოსწავლის ქცევის წესები

 

მუხლი 4. მასწავლებელთა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება.

1.მოსწავლე ყოველთვის ტავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.

2.მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებულ სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს.

 

მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება

მოსწავლე ტავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ მაიმე სახის შეურაცხყოფას.

 

 

მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი

მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით.

 

მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასწავლო ღონისძიებების  დროს.

1.მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე.

2.გაკვეთილზე ყოფნისას, მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები.

3.მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე.

4.მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით.

5.მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას,

6.მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად.

7.მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას.

8.მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს  მასწავლებლის ნებართვის გარეშე.

9.მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას.

10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

 

მუხლი 8. სკოლაში აკრძლალული ნივთები

                  მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით:

  • თამბაქოს ნაქარმი;
  • ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად;
  • სანთებელა ან ასანთი;
  • ალქოჰოლური საშუალებები;
  • ტექნიკური საშუალებები, რომლების შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
  • ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;
  • აზარტული თამაშის საშუალებები;
  • უხამსობის ამსახველი ნივთები;
  • ნარკოტიკული საშუალებები;
  • ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები;
  • ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.

 

 

მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის

                  მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწევს დისციპლინური დევნის დაწყებას ” ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთვევებში და დადგენილი წესით.          

 

ძებნა

შესვლა

 

TOP.GE