Get Adobe Flash player

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება N57/ნ

 

2010წ. 14 ივლისი                                                                                 ქ.თბილისი

 

 

მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

 

 

”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ”შ1დ” ქვეპუნქტის,  ”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს მთავრობის 2004 წ. მაისის  #37 დადგენილებით დამტკიცებული  დებულების მე-2 პუნქტი ს ”მ” ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

                                               ვბრძანებ:

 

1.დამტკიცდეს მასწავლებლის პროფესიული კოდექსი   ბრძანების დანართის შესაბამისად.

2.ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

 

 

 

 

                                     დიმიტრი შაშკინი

 

 

მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი

თავი 1. ზოგადი დებულები

მუხლი 1. ცნება და მიზანი

1.მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი (შემდგომში ”ეთიკის კოდექსი) ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის პროფესიული კოდექსის წესებს, რომლითაც ფასდება მასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი და რომელთა დაცვა მასწავლებელს მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა ა სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ მოეთხოვნება.

2.ეთიკის კოდექსის მიზანია მასწავლებლის სავალდებულო  პროფესიული ქცევის ერთიანი წესების დამკვიდრება.

3.სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს ეთიკის კოდექსს.

 

მუხლი 2. რეგულირების სფერო

 

  ეთიკის კოდექსი ვრცელდება  საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე  და მოქალაქეობის  არმქონე მასწავლებელზე, რომლებიც ეწევიან   პედაგოგიურ საქმიანობას  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

თავი 2. ეთიკის კოდექსის სტრუქტურა

 

მუხლი 3. პროფესიული კომპეტენტურობა

1.მასწავლებელი, პროფესიული  ვალდებულების შესრულებისას, დამოუკიდებელი, კეთილსინდიასიანი და მიუკერძოებელია.

2.პედაგოგიური  საქმიანობის განხორციელებისას მასწავლებელი  ხელმძღვანელობს  საქართველოს კანონმდებლობითა  და ეთიკის  კოდექსის  ნორმებით.

3.მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეებში დემოკრატიული და პატრიოტული  ღირებულებების ჩამოყალიბებას.

4. მასწავლებელი, თავისი პროფესიული საქმიანობისას, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანს უფლებათ ა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევს მოსწავლეებს.

5.მასწავლებელი იცავს მსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის  ნ კონფიდენციალობას, საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6.მასწავლებელი, თავისი საქმიანობისას, ყოველთვის პუნქტუალურია და აცვია მოწესრიგებლად.

7.მასწავლებელი მეტყველებს ეთიკური ნორმებით შესაბამისად, გამართული  და მოსწავლეებისათვის გასაგები ენით.

8.მასწავლებელი ეფექტურად იყენებს პედაგოგიური საქმიანობისთვის  განკუთვნილ დროს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.

9.მასწავლებელი უფრთხილდება სკოლის ქონებას და მიზანმიმართულად იყენებს სკოლის რესურსებს.

10.მასწავლებელი არ იყენებს პროფესიულ ან ინსტიტუაციურ  პრივილეგიებს პირადი მიზნებისთვის.

11.მასწავლებელი ზრუნავს საკუთარ უწყვეთ პროფესიულ განვითარებას.

 

მუხლი 4. მოსწავლეებთან ურთიერთობა

1.მასწავლებელი ითავსებს მოსწავლის მრჩევლის  ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადასალახად და,  მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, ეხმარება მას პირადი პრობლემების მოგვარებაში.

2.მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას.

3.მასწავლებელი არ უწევს საკუთარ მოსწავლეს დამატებით ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევვებისა.

4.მასწავლებელი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიკტურ სიტუაციებში, ისმენს მოსწავლეთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს.

5.მასწავლებელი, სასწავლო პროცესის განმავლობაში, ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე.

6.მასწავლებელი მაგალითს აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.

7.მასწავლებელი, მოსწავლეებთან   ურთიერთობის დროს, იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს.

8.მასწავლებელი პატივს სცემს  მოსწავლეთა აზრებს,             უქმნის მათ ყველა  პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატად.

9.მასწავლებელი არ ეწევა  მოსწავლეებტან რელიგიურ (გარდა იმ სკოლების მასწავლებლებისა, რომლებიც ეწევიან რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას) და პოლიტიკურ პროპაგანდას.

10.მასწავლებელი არ  იყენებს მოსწავლის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას ან პოტენციალს პირადი მიზნებისათვის.

11.მასწავლებელი იჩენს თანაბარ ყურადღებას ყველა მოსწავლის მიმართ,განურჩევლად სქესის, ენის, რელიგიის, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა  ნიშნისა და ზრუნავს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება, მათი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად.

 

მუხლი 5. მშობლებთან ურთიერთობა

1.მასწავლებელი თანამშრომლობს  მოსწავლის მშობელთან და, საჭიროების შემთხვევაში, აწყობს მასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს.

მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან და თავაზიანია მასთან  ურთიერთობისას..

2.ყოველი სასწავლო სემესტრის დასაწყისში მასწავლებელი განმარტებებს აძლევს მშობლებს სასწავლო გეგმისა და მის მიერ არჩეული სწავლების მეთოდების შესახებ.

3.მასწავლებელი, მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, მშობელს დროულად და ინდივიდუალურულად აწვდის ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ.

4.მასწავლებელს, თუ ის კლასის დამრიგებელია, აქვს ყველა მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია, რათა, საჭიროების შემთხვევაში, დროულად შეძლოს მშობელთან დაკავშირება.

5.მასწავლებელი ატყობინებს მშობელს   მოსწავლი ს დისციპლინური  დარღვევის შესახებ და ხელს უწყობს მის ჩართვას სკოლის ინაგანაწესით განსაზღვრულ დისციპლინურ წარმოებაში.

6.მასწავლებელი დაუყონებლივ უზრუნველყოფს მშობლის ინფორმირებას , თუ მოსწავლე არ გამოცხადდა სკოლაში, ან მის ჯანმრთელობას და პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა.

 

მუხლი 6. სკოლის დირექციასთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობა.

1.მასწავლებელი თანაბარი პატივისცემით ეპრყობა სკოლის დირექციას, მასწავლებლებსა სა სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებისა.

2.მასწავლებელი უზიარებს შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებს და ტანამშრომლობს მათთან.

3.მასწავლებელი თანამშრომლობს სკოლის მანდატურთან და ითვალისწინებს მის მიერ   მიწოდებულ ინფორმაციას.

4.მასწავლებელი თანამშრომლობს სკოლის დირექციასთან და თავისი წვლილი შეაქვს სკოლის განვითარებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებში.

 

თავი 3. ეთიკის კოდექსის  დარღვევა.

მუხლი 7. პასუხისმგებლობა ეთიკის კოდექსის დარღვევაზე.

 

  მასწავლებლის მიერ ეთიკის უხეში ან სისტემატური დარღვევა იწვევს პასუხიმგებლობას საქართველოს კანონმდებლობისა და მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად.


 

 

TOP.GE