Get Adobe Flash player

შინაგანაწესი

შპს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა “ინტელექტი”

შინაგანაწესი


სკოლის შინაგაწესში ცვლილებების შეტანა განხილულია და მოწონებულია პედაგოგიური საბჭოს მიერ 8.09 2011წ.

დამტკიცებული სკოლის დირექტორის მიერ
ბრძ.№31
15. 09. 20011წ.

სკოლის. ო.პესჩანენკო
დირექტორი

2011/2012 სასწავლო წელი
შპს “ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა “ინტელექტი”-ს
შინაგანაწესი
2011/2012 სასწავლო წელი

შინაგანაწესის შესრულება სავალდებულოა სკოლის სასწავლო პროცესის ყველა მონაწილესათვის


თავი I
სკოლის მუშაობის ორგანიზაცია
1.ზოგადი დებულება
1.1 შპს “ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა “ინტელექტის” (შემდგომში “სკოლა”) საქმიანობის პირობები განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით, რომელიც შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, შრომის კოდექსის, საქართველოს კანონის ,,ზოგადი განათლების შესახებ” და განათლების სისტემაში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა საფუძველზე.
1.2 სკოლის შინაგანაწესი ადგენს სკოლის სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზაციის ფორმებს, კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს, აგრეთვე სკოლასა და მოსწავლეთა მშობლებს (ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს) შორის ურთიერთობათა პირობებს.
1.3 სკოლის სრული სახელწოდება: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა “ინტელექტი”.
1.4 იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, 0105 გორგასლის ქ. #3
1.5 ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, 0113 ნავთლუღის ქ. #8
Eელ. Fფოსტა ინტელლეცტ.ინტელ@გმაილ.ცომ
საიტი წწწ. სცჰოოლინტელლეცტ.გე
1.6 სკოლა წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რეგისტრირებულს 2006 წლის 22 დეკემბერს ქ. თბილისის საგადასახადოს მიერ, რომლის საიდენტიფიკაციო კოდია 204521375.
1.7 სკოლას აქვს საკუთარი ბალანსი, დამოუკიდებელი საბანკო ანგარიშები, საკუთარი ბეჭედი და სხვა ატრიბუტიკა (შტამპი, ბლანკიანი ქაღალდი, საქმიანობის ამსახველი სხვა დოკუმენტაცია).
1.8 სკოლა უფლებამოსილია,თავისი სახელით დადოს გარიგებები, შეიძინოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.
1.9 ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვის უფლება სკოლას ენიჭება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე.
1.10 სკოლას გააჩნია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემული გენერალური ლიცენზია #0731076.
1.11 სკოლა შექმნილია კონსტიტუციით გარანტირებული უფლების ზოგადი განათლების მიღების რეალიზაციის მიზნით;
1.12 სკოლის დამფუძნებელია (პარტნიორი) ფიზიკური პირი ლაურა ძასოხოვა.
1.13 სკოლის დირექტორია ორესტ პესჩანენკო (თანამდებობაზე დანიშვნის ოქმი #2 25.12.2006წ).
1.14 დამფუძნებელსა (პარტნიორის) და დირექტორს შორის ურთიერთობა რეგულირდება საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ დამტკიცებული შპს “ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა “ინტელექტის” წესდებით (ოქმი #1 15.12.2006წ.).
1.15 სკოლა საკუთრების უფლებით ფლობს მიწის ნაკვეთს შენობა-ნაგებობებთან ერთად 18352 კვ.მ (საკუთრების მოწმობა #445-ა 15.11.2007წ. გაცემული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ #1-6527 08.06.2007წ.).
1.16 სკოლა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, განათლების შესახებ საქართველოს კანონით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებებით და სხვა საკანონმდებლო აქტებით;
1.17 სკოლის ორგანიზაციული სტრუქტურა განისაზღვრება დირექტორის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგით;
1.18 მოსწავლეთა, მასწავლებელთა და ტექნიკური პერსონალის სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს სკოლის საშტატო ექიმი;
1.19 სკოლაში დაუშვებელია პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივ_პოლიტიკური, რელიგიური მოძრაობებისა და ორგანიზაციების სტრუქტურების შექმნა და მოღვაწეობა.

2. ნებადართული საქმიანობა
2.1 ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სასწავლო პროცესის წარმართვა;
2.2 სკოლაში სტანდარტგარეშე და სახელობო სწავლების ნებაყოფლობითი განხორციელება;
2.3 სასკოლო და კლასგარეშე ღონისძიებების გამართვა;
2.4 მოსწავლეთა კლუბების, სახელოვნებო და სპორტული წრეების ჩამოყალიბება;
2.5 მონაწილეობა სხვადასხვა შემეცნებითი სახის პროექტებში (გრანტები, კონკურსები, ოლიმპიადები, კონფერენციები და პროგრამები)
2.6 სამეწარმეო საქმიანობა. (რაც საქართველოს კანონმდებლობით არაა აკრძალული და არ უშლის ხელს სასწავლო პროცესის ჩატარებას, არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურსა და ზნეობრივ განვითარებაზე).


3. სკოლის მართვა და სტრუქტურა
სკოლის მართვა მიმდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის, “განათლების შესახებ” კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, საკანონმდებლო აქტების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბრძანებებისა და ნორმატიული აქტების, ნაციონალური სასწავლო გეგმის მოთხოვნების თანახმად და სკოლის წესდების, სასწავლო გეგმის შესაბამისად.


3.1 სკოლის სტრუქტურა მოიცავს:
• საზოგადოების პარტნიორთა კრებას;
• დირექტორს;
• პედაგოგიურ საბჭოს;
• სკოლის ადმინისტრაციას;
• სკოლის მშობელთა კომიტეტს;
• მოსწავლეთა თვითმართველობას.

3.2 საზოგადოების პარტნიორთა კრება არის სკოლის უმაღლესი მმართველი ორგანო.
საზოგადოების პარტნიორთა კრება ახორციელებს თავის მოღვაწეობას სკოლის წესდების შესაბამისად.
3.3 სკოლის უშუალო ხელმძღვანელობა აკისრია სკოლის დირექტორს, რომელიც ინიშნება საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ. მოქმედი კანონმდებლობისა და სკოლის წესდების მოთხოვნების თანახმად. ის პასუხისმგებელია სკოლის მმართველობაზე.

3.4 პედაგოგიური საბჭო შედგება სკოლის ყველა პედაგოგისაგან.
3.5 სკოლის ადმინისტრაცია შედგება: ადმინისტრაციის ხელმძღვანელისაგან (დირექტორი), მოადგილეებისაგან და ბუღალტერისაგან.
3.7 სკოლის მშობელთა კომიტეტი ირჩევა ყოველი კლასის მშობელთა კომიტეტის წარმომადგენლებისაგან. სკოლის მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარე არის სკოლის პედაგოგიური საბჭოს წევრი და მას აქვს სათათბირო ხმის უფლება.

3.8 სკოლაში ფუნქციონირებს მოსწავლეთა ერთი თვითმმართველობა; საბაზო-საშუალო საფეხურის თვითმმართველობა.

ა) საზოგადოების პარტნიორთა კრება
• ნიშნავს სკოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (დირექტორს) და ბუღალტერს.
• ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ის ამტკიცებს წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;
• გეგმავს სკოლის ბიუჯეტს და თვითონვე აკონტროლებს სკოლის ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით;
• განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;

ბ) დირექტორის მოვალეობები
• Aახორციელებს სკოლის ოპერატიულ მმართველობას და პასუხისმგებელია მისი საქმიანობის შედეგებზე;
• ახორციელებს ურთიერთქმედებას საზოგადოების პარტნიორთა კრებასა და სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან;
• ამტკიცებს პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებულ სასკოლო-სასწავლო გეგმებს, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ რეკომენდირებულ გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს, პედაგოგების საგნობრივი კათედრის მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;
• ამტკიცებს საშტატო განრიგს და შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში ადგენს ანაზღაურების ოდენობას;
• მოქმედი კანონმდებლობისა და საშტატო განრიგის თანახმად, აწარმოებს თანამშრომელთა სამსახურში დანიშვნას (მიღებას) და მათ გათავისუფლებას;
• უფლებამოსილია, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში;
• სკოლის დირექტორი ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინარულს სახდელებს;
• უზრუნველყოფს შინაგანაწესისა და წესდებების დაცვას;
• მინდობილობის გარეშე მოქმედებს სკოლის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს;
• დადგენილი წესით განკარგავს სკოლის ქონებას;
• დებს ხელშეკრულებებსა და გასცემს მინდობილობებს;
• გამოსცემს ბრძანებებსა და აძლევს განკარგულებებს, რომლებიც აუცილებელია სკოლის ყველა თანამშრომლისათვის;

სკოლის დირექტორი პასუხისმგებელია მშობლების, სახელმწიფოსა და საზოგადოების პარტნიორთა კრების წინაშე თავისი საქმიანობით, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, ფუნქციონალური მოვალეობის, შრომითი ხელშეკრულებისა და სკოლის წესდების შესაბამისად.

ვ) პედაგოგიური საბჭო
პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც შედის ყველა პედაგოგი.
 პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე (დირექტორი), რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს;
 პედსაბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით;
 საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი;'
 გადაწყვეტილება მიიღება ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების მესამედისა;
 საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება პედსაბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.

პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები:
 ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მონაწილეობით, ამტკიცებს სასკოლო-სასწავლო გეგმებს;
 ამტკიცებს სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ნუსხას, საფეხურებისა და საგნების შესაბამისად (მასწავლებლის/საგნობრივი კათედრის მიერ შერჩეულს).
 სემესტრის ბოლოს განიხილავს საგნების სწავლებისა და სემესტრის შედეგებს და შეიმუშავებს სამომავლო ამოცანებს.
 საგნების სწავლების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით წინადადებებს წარუდგენს სკოლის ადმინისტრაციას
 განიხილავს ყველა სხვა საკითხს, რომლებიც დაკავშირებულია სკოლაში სასწავლო პროცესისა და დისციპლინის გაუმჯობესებას, პედაგოგიური საბჭოს წლიური გრაფიკისა და თემატიკის თანახმად.

გ) სკოლის მშობელთა კომიტეტი.
სკოლის მშობელთა კომიტეტი შედგება ყოველი კლასის მშობელთა კომიტეტიდან არჩეული წარმომადგენლებისგან. მათი რიცხვიდან ირჩევა კომიტეტის თავმჯდომარე (რომელიც არის სკოლის პედაგოგიური საბჭოს წევრი და მას აქვს სათათბირო ხმის უფლება) და მდივანი.
სკოლის მშობელთა კომიტეტი ხელს უწყობს სკოლისა და ოჯახის ძალ-ღონის გაერთიანებას მოსწავლის აღზრდისა და განათლების საკითხებში, ეხმარება სოციალურად დაუცველი ბავშვების დადგენასა და მათ დახმარებაში.
სკოლის მშობელთა კომიტეტს უფლება აქვს:
• განიხილოს ყველა საკითხი, რომლებიც ეხება სკოლის ცხოვრებას და მიიღოს გადაწყვეტილება წინადადების სახით;
• მოსწავლეებისა და მათი მშობლების ინტერესებიდან გამომდინარე, შესთავაზოს დამატებითი საგნების დანერგვა;
• განიხილოს კანდიდატები და დაამტკიცოს იმ მოსწავლეთა სია, რომლებსაც ესაჭიროება მატერიალური დახმარების გაწევა;
• აწარმოოს სხდომების ოქმები, რომლებიც ინახება სკოლის კანცელარიაში.

მშობელთა კომიტეტის წინადადებები უნდა განხილონ თანამდებობის პირებმა და შემდგომში შეატყობინონ განხილვის შედეგები მას.

ე) სკოლის ადმინისტრაცია
ადმინისტრაცია შედგება: დირექტორს, მისი მოადგილეებისან და ბუღალტერისან

დირექტორი:
• ახორციელებს სკოლის მართვას და პასუხისმგებელია მისი საქმიანობის შედეგებზე.
• განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
• ზედამხვედელობს დაწესებულების სასწავლო _ სააღმზრდელო პროცესს;
• გამოსცემს ინდივიდულურ სამართლებრივ აქტებს;
• ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას. თანამშრომლობს სკოლასა და სკოლის გარეშე დაწესებულებეთან, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან.

ხელმძღვანელობს:
ა) მოსწავლეთა შემეცნებით აქტივობის, მაღალი ზნეობის, მოქალაქეობრივი სულისკვეთების აღზრდას;
ბ) მოსწავლეთა ეთიკურ და ესთეტიკურ აღზრდას;
გ) ხელს უწყობს ადამიანთა და ბავშვთა უფლებების საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებული აღმზრდელობითი საქმიანობის გააქტიურებას;
დ) სამართლებლივ აღზრდა–განათლებას, სამართალდამრღვევთა პროფილაქტიკის მიზნით წარმოებულ მუშაობას;
ე) მოსწავლეთა ეკოლოგიურ განათლებას;
ვ) მოსწავლეთა ზნეობრივი კულტურის აღზრდას, სინდისის თავისუფლებასა და სხვა სარწმუნოებისადმი ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას;
ზ) მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდას:
თ) სასკოლო და სკოლის გარეშე საქმიანობაში მშობელთა და საზოგადოების ჩაბმას, მათი აღმზრდელობითი პოტენციალის ამაღლებას.

პერსონალურად აგებს პასუხს:
• ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიულ აქტების შესრულებასა და სააღმზრდელო პროცესზე;
• სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების შენახვაზე, სკოლის მატერიალურ ტექნიკური ბაზის მოვლა –პატრონობასა და განვითარებაზე;
• თანამშრომელთა მოსვლის ჟურნალის წარმოებაზე, მოსწავლეთა ჩარიცხვა ამორიცხვასა და ანბანური წიგნის წარმოებაზე;
• ბრძანებების დროულად დაწერა-გაფორმებაზე;


სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი:
• თავისი ფუნქციების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია.

• იცავს საქართველოს კანონმდებლობასა და ამ შინაგანაწესით დადგენილ ნორმებს.

• ხელს უწყობს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მიღწევასა და ამ პოლიტიკის შესაბამისი სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელებას.

• თავისი საქმიანობის შესრულებისას სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითია.

• ხელს უწყობს კონკურენტუნარიანი სკოლის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

• იჩენს თანაბარ ყურადღებას მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის მიმართ განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, შეზღუდული შესაძლებლობისა თუ სხვა ნიშნისა.

• უზრუნველყოფს სასკოლო დისციპლინის დაცვას ისეთი მეთოდების საშუალებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას.

• უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნას სკოლაში.

• არჩევს სკოლის პერსონალს კანონმდებლობით დადგენილი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის მიხედვით.

• იცავს მოსწავლესთან, მშობელთან, მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

• ხელს უწყობს სკოლაში ინკლუზიური განათლების დანერგვას.

• არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას.

• არ იყენებს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილეგიებს პირადი მიზნებისათვის.


• არ იყენებს მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას ან პოტენციალს პირადი მიზნებისათვის.

• უფრთხილდება და კეთილსინდისიერად განკარგავს სკოლის ადამიანურ, ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს და უზრუნველყოფს მათ მიზნობრივ გამოყენებას.

• არ ავრცელებს მცდარი ინფორმაციის შემცველ საჯარო განცხადებებს სკოლის საქმიანობის ან/და მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების თაობაზე.

• ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს დაპირისპირებულ მხარეთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს.

• არ აყენებს მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირს რაიმე სახის შეურაცხყოფას და არ ახდენს მათზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას.

• ზრუნავს თავისი თანამდებობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე.

• ყოველთვის პუნქტუალურია და აცვია მოწესრიგებულად.

• მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და გასაგები ენით.

მასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობა:
• თანასწორად, პატივისცემით ეპყრობა მასწავლებლებს და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა.

• თანამშრომლობს ყველა მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან, ითვალისწინებს მათ აზრებს სკოლის განვითარების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

• ითავსებს მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სიძნელეების გადასალახად და, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურად აწვდის თავის შენიშვნებსა და შეთავაზებებს მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს.

• ხელს უწყობს მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს პროფესიულ განვითარებაში.

• უქმნის ყველა პირობას დამწყებ მასწავლებლებს სასკოლო გარემოში ინტეგრაციისთვის.

• უზრუნველყოფს მასწავლებლების დროულად ინფორმირებას ზოგადი განათლების სფეროში სიახლეების, დამხმარე პროფესიული ლიტერატურისა და პროფესიული განვითარების პროგრამების შესახებ.

• ხელს უწყობს მასწავლებლებს ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში.


მოსწავლეებთან ურთიერთობა:
• ზრუნავს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება.

• ხელს უწყობს მოსწავლეს დემოკრატიული, სამოქალაქო და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებაში.

• პატივს სცემს მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატად.

• მაგალითს აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების განვითარებაში.

• მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს.

• ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე სასწავლო პროცესის დროს.

მშობლებთან ურთიერთობა:
• ხელს უწყობს მშობლების ჩართულობას სასწავლო პროცესში.

• მშობლის სურვილის შემთხვევაში, განმარტებებს აძლევს მშობლებს სასკოლო სასწავლო გეგმის შესახებ.

• თანამშრომლობს მშობლებთან, საჭიროების შემთხვევაში, ატარებს მათთან ინდივიდუალურ შეხვედრებს.

• მშობელთან ურთიერთობას თავაზიანად და თანამშრომლობის ფორმით წარმართავს.

 

 

მოადგილე სასწავლო-მეთოდურ დარგში 
პერსონალურად აგებს პასუხს და უზრუნველყოფს: 
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით განსაზღვრული ძირითადი პრინციპების განხორციელებას; 
სკოლაში ჯანსაღი, ზნეობრივი, მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის   შექმნასა და დამკვიდრებას; პრევენციული  ღონისძიებების გატარებას;
მუშაკებისა და მოსწავლეთა მხრიდან სკოლის შინაგანაწესის შესრულებას და შინაგანაწესში ცვლილებებისათვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავებას;
მასწავლებლის მიერ ქცევის კოდექსის განუხრელ შესრულებას;
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ძირითადი სიახლეების დანერგვა-შესრულებას;
სასკოლო სასწავლო გეგმის პროექტის შედგენასა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის წარდგენას;
სკოლაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას;
სწავლების და სწავლის ახალი მეთოდების დანერგვას, შეფასებასა და განვითარების გეგმის შედგენას;
დამწყებ და სტაჟიორ  პედაგოგებთან მუშაობას;
ღია გაკვეთილების განრიგის შედგენა-შესრულებას; 
პედ. პრაქტიკის გასავლელად მოვლენილ სტუდენტებთან მუშაობას;
კომპეტენციის ფარგლებში განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საკითხების შესრულებას; 
აუცილებლობის შემთხვევაში ერთი დღით პედაგოგთა განთავისუფლებას და გაკვეთილების გადანაცვლებას;
ხელმძღვანელობას უწევს კლასგარეშე და სკოლის გარეშე აღმზრდელობით, წრეების, კონკურსების, ოლიმპიადების და პროექტებზე    მუშაობას და ფუნქციონირების ხარისხიანობაზე  კონტროლის მიზნით პედსაბჭოს წარუდგენს დასამტკიცებლად;
ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად უზრუნველყოფს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ღონისძიებების გატარებას;
უფლებამოსილია დაესწროს ნებისმიერ გაკვეთილს მოსწავლეთა ცოდნის დონის შემოწმებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით;
ამტკიცებს თითოეული მასწავლებლის წლიურ სამუშაო და კალენდარულ გეგმას;
დირექტორის მოადგილე სასწავლო-მეთოდურ დარგში ხელს უწყობს ინტერესთა მიხედვით მოსწავლეთა სხვადასხვა გაერთიანების შექმნას და მათი მუშაობის წარმართვას (კლუბების, წრეების და სხვა);
 აკონტროლებს მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსისა და მოსწავლეთა ქცევის წესების  ნორმების შესრულებას;
მოსწავლეთა პირადი საქმეების წესრიგში მოყვანას კლასის ხელმძღავნელთან და საქმეთა მწარმოებულთან  ერთად.
 
 
მოადგილე სასწავლო-ორგანიზაციული დარგში
პერსონალურად აგებს პასუხს და უზრუნველყოფს:
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით განსაზღვრული ძირითადი პრინციპების განხორციელებას; 
სკოლაში ჯანსაღი, ზნეობრივი, მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის   შექმნასა და დამკვიდრებას; პრევენციული  ღონისძიებების გატარებას;
მუშაკებისა და მოსწავლეთა მხრიდან სკოლის შინაგანაწესის შესრულებას და შინაგანაწესში ცვლილებებისათვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავებას;
მასწავლებლის მიერ ქცევის კოდექსის განუხრელ შესრულებას;
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნობრივი სტანდარტების შესრულებას; 
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ძირითადი სიახლეების დანერგვა-შესრულებას;
სასკოლო სასწავლო გეგმის პროექტის შედგენასა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის წარდგენას;
საათების სავარაუდო განაწილებას და ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის წარდგენას;
დანერგვის კორდინატორისათვის მინიჭებული ფუნქციების განხორციელებას;
ღია გაკვეთილების განრიგის შედგენა-შესრულებას; 
სკოლის თანამშრომელთა შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის განმტკიცებას;
V-XII კლასებისათვის მეთოდურად გამართული საგაკვეთილო ცხრილის შედგენას
მასწავლებელთა შეცვლა-გაცდენის ჟურნალის წარმოებას;
ხელფასის ტაბელის შედგენას;
ავსებს სკოლის ნიშნების წიგნს;
აუცილებლობის შემთხვევაში ერთი დღით პედაგოგთა განთავისუფლებას და გაკვეთილების გადანაცვლებას;
აკონტროლებს სემესტრულ, წლიურ, საფეხურისა  და საბოლოო ნიშნების გამოყვანის წესს და ანგარიშს წარუდგენს პედსაბჭოსა დასამტკიცებლად;
არსებული მტკიცებულებებისა და დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში ახორციელებს მოსწავლეთა ჩხრეკას;
უფლებამოსილია დაესწროს ნებისმიერ გაკვეთილს მოსწავლეთა ცოდნის დონის შემოწმებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით;
სტატისტიკური ფორმებისა და სხვა მონაცემების ორგანიზებას;
თანამშრომელთა პირადი საქმეების მოწესრიგებას საქმეთა მწარმოებულთან  ერთად;
კლასის კონტიგენტის დადგენას კლასის ხელმძღვამნელთან და საქმეთა მწარმოებულთან  ერთად.
 

ბუღალტერი პასუხისმგებელია:
• ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების დროულ ათვისებასა და ანგარიშგებაზე.
• მიღებულ ფასეულობათა განაწილებასა და პასუხისმგებელ პირებზე დარიცხვაზე:
• ინვეტარიზაციის მაღალ დონეზე და განსაზღვრულ ვადებში ჩატარებაზე და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებაზე პასუხისმგებელ პირებთან.
• ინვენტარისა და სხვა ფასეულობათა მიღება-ჩაბარების წიგნის წარმოებაზე.
• ტარიფიკაციის, ბალანსის შედგენასა და შესაბამისი სამსახურებისათვის დროულ წარდგენაზე; ხელფასების დროულ გამოწერაზე;
• ბანკთან ანგარიშსწორების წარმოებაზე;
• დამფუძნებელთა სხდომებზე ნახევარწლიური და წლიური ანგარიშის წარდგენაზე.
• აკონტროლოს სკოლის ინვენტარის შენახვა და მოვლა- პატრონობაზე
• კლასის ხელმძღვანელების სკოლის ინვენტარის მიღება- ჩაბარების დალუქული წიგნის წარმოებაზე.
• სახელფასო ფონდის, ხარჯთაღრიცხვის, ტარიფიკაციის და ბალანსის სკოლის დამფუძნებლებისათვის განსახილველად წარდგენაზე.
• აწარმოოს ანგარიშწორება ბანკთან, დროულად უზრუნველყოს ხელფასების გამოწერა და საგადასახადო ორგანოებში დროული ანგარიშსწორება, ყოველი წლის ბოლოს მოახდინოს შედარება საგადასახადო ინპექციასთან.
• სკოლის მატერიალურ ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობაზე. შემოწირული თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე.


ვ) მოსწავლეთა თვითმმართველობა
• მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს.
• საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმართველობას.
• მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლების პრინციპის დაცვით, შემდეგი წესით:
ა) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში
ბ) მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნების ჩატარების თარიღს ნიშნავს სკოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
გ) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობაში თითოეული კლასის მოსწავლეები ირჩევენ თითო წარმომადგენელს შესაბამისი სასწავლო წლის ვადით.
• საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლეს.
• საბაზო და საშუალო საფეხურების თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს ერთ კანდიდატს, შესაბამისად მოსწავლეთა თვითმართველობაში ასარჩევად. Gგამარჯვებულად ითვლება მოსწავლე, რომელიც შესაბამის კლასში მეტ ხმას მოიპოვებს.
• მოსწავლეები, რომელთაც სურთ არჩეულნი იყვნენ საბაზო ან საშუალო საფეხურის თვითმართველობაში, რეგისტრაციას გადიან შესაბამისი კლასის დამრიგებელთან არჩევნების ჩატარებამდე არაუგვიანეს 3 დღით ადრე.
• თვითმმართველობის წევრები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში საკუთარი შემადგენლობიდან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ირჩევენ თვითმმართველობის პრეზიდენტს.
• Aმოსწავლეთა თვითმმართველობა:
ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ.
ბ) უფლებამოსილია, სკოლის ადმინისტრაციას წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის მოპოვებული გრანტის განკარგვასთან დაკავშირებით.
გ) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს.

თავი II
სასწავლო პროცესი
4. სასწავლო პროცესს საფეხურები
სკოლა სასწავლო პროცესს განხორციელებს განათლების სამ -- დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის შესაბამისად.

ს ა ფ ე ხ უ რ ე ბ ი
დაწყებითი საბაზო საშუალო
კლასები I II III IV V VI VII VIII IX X XI XII

4.1 დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია:
ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად;
ბ) ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი;
გ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას მომავალში დასჭირდება.
სწავლის ხუთი წლის ასაკიდან დაწყებასთან დაკავშირებით, პირველ კლასში:
ა) საგაკვეთილო პროცესში გამოყენებულ უნდა იქნას განმავითარებელი, დიდაქტიკური თამაშები;
ბ) გაკვეთილის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ დრო უნდა დაეთმოს ფიზიკურ აქტივობებს (3-5 წთ);
გ) გაკვეთილი მიმდინარეობს აქტიური და პასიური აქტივობების მონაცვლეობით (მაგ. საკითხავ დავალებას მოჰყვეს ხატვა ან როლური თამაში);
დ) შესაძლებლობის ფარგლებში, სასწავლო გარემო დაიყოს რამდენიმე ნაწილად, რომელთაგან მინიმუმ ერთი დასვენებასა და თავისუფალ აქტივობას დაეთმობა.
4.2 საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:
ა) დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში;
ბ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში;
გ) შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად, ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად.
4.3 საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:
ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად;
ბ) დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად)
გ) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.


1. ზოგადი განათლების შინაარსი განისაზღვრება სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით, დამოუკიდებლად შემუშავებული, მიღებული და განსახორციელებელი პროგრამებით.
2. სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად სკოლა დამოუკიდებლად შეიმუშავებს სასკოლო სასწავლო გეგმას, სასწავლო რეჟიმსა და საგაკვეთილო ცხრილს.
3. სწავლება სკოლაში მიმდინარეობს რუსულ ენაზე
4. დაწყებით, საბაზო და საშუალო ზოგადი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების ათვისების დასრულება ხდება კურსდამთავრებულთა სავალდებულო საბოლოო ატესტაციით. მოსწავლეებმა, რომლებმაც დაამთავრეს 12 კლასი და წარმატებით ჩააბარეს გამოსაშვები გამოცდები, მიიღებენ სახელმწიფო ნიმუშის საგანმანათლებლო დოკუმენტს საშუალო განათლების შესახებ. მე 9 კლასის მოსწავლეებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან ატესტაციას უფლება აქვთ მიიღონ სახელმწიფო ნიმუშის ატესტატი საბაზო განათლების შესახებ ან გააგრძელონ სწავლა განათლების საშუალო საფეხურზე.
5. მოსწავლეები გადაიყვანებიან მომდევნო კლასში და საფეხურზე პედსაპჭოს გადაწვეტელებით, თუ სრულად აითვისეს საგანმანათლებლო პროგრამები და შეფასული არიან “5,1”-ი და მეტი ქულით.
6. სკოლაში მოსწავლეთა მიღების, მომდევნო კლასში გადაყვანის, დატოვებისა და გარიცხვის პირობები განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესითა და შესაბამისი დებულებით, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
7. სასწავლო პროცესის მოსწავლეთა უფლება მოვალეობები რეგულირდება სკოლის წესდებით, შინაგანაწესითა და მოსწავლის მშობელსა (კანონიერი წარმომადგენელს) და სკოლის დირექტორს შორის დადებული ხელშეკრულებით.
8. სასწავლო პროცესის განხორციელების ძირითადი სტრუქტურული ერთეულია კლასი.
9. კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღრება სანიტარული ნორმებით და არ უნდა აღემატოს 25-ს.
10. სკოლაში ჩარიცხულ მოსწავლეებს კლასებში ბრძანებით ანაწილებს სკოლის დირექტორი.
11. თითოეულ კლასს ჰყავს დამრიგებელი, რომელსაც თანამდებობაზე ერთი სასწავლო წლით ნიშნავს სკოლის დირექტორი
12. სადამრიგებლო პროგრამა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.
13. კლასის დამრიგებლის უფლება_მოვალეობები განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმითა და შინაგანაწესით.

4.4 კალენდარი
საწავლო წელი იწყება 2011 წლის 15 სექტემბერს და სრულდება 2012 წლის 15 ივნისს, გარდა XII კლასისა, რომლებიც დაამთავრებენ სასწავლო წელს 2012 წლის 20 მაისს.
სასწავლო კვირა ხუთდღიანია. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში ექვსდღიანი სწავლებაც. კერძოდ, ექვსდღიანი სწავლება დასაშვებია, თუ:
ა) სკოლა გადაწყვეტს ყოველდღიური საათობრივი ბადის განტვირთვას;
ბ) გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები.
სასწავლო წელი ითვალისწინებს ორ სემესტრს. I სემესტრი იწყება 15 სექტემბერს და მთავრდება 23 დეკემბერს, II სემესტრი იწყება 2012 წლის 20 იანვარს და მთავრდება 15 ივნისს.
ზამთრის არდადაგები დაიწყება 2011 წლის 26 დეკემბერს და დასრულდება 2012 წლის 20 იანვარს. პირველი კლასის მოსწავლეთათვის თებერვლის ბოლოს დამატებით გამოიყოფა ერთკვირიანი არდადაგები.
სააღდგომო არდადაგები დაიწყება დიდ ხუთშაბათს და დასრულდება მომდევნო კვირის ოთხშაბათს.

სასწავლო პროცესი წარიმართება შემდეგი დღის რეჟიმით:

1. I გაკვეთილი 9.00 – 9.45
2. II გაკვეთილი 9.50 – 10.35
3. III გაკვეთილი 10.40 – 11.25
4. IV გაკვეთილი 11.40 – 12.25
5. V გაკვეთილი 12.35 – 13.20
6. VI გაკვეთილი 13.25 – 14.10
7. VII გაკვეთილი 14.15 – 15:00

გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით. გამონაკლისს წარმოადგენს პირველი კლასი, სადაც გაკვეთილის ხანგრძლივობა 35 წუთია. გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაიშვას გამონაკლისი ექსტრემალური პირობების დროს როდესაც სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილების ხანგრძლივობა სასწავლო პროცესის დროის შემცირების მიზნით.

მასწავლებლების სამუშაო დრო განისაზღვრება მათი საგაკვეთილო საათობრივი დატვირთვის შესაბამისად და შიდა სასკოლო გაკვეთილისათვის მოსამზადებელი ან/და გაკვეთილების შემაჯამებელი შედეგების შედგენის პერიოდით.
სკოლის თანამშრომელთა სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 41 საათს, სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო;
სკოლის სასწავლო წელიწადი განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისად, 180 დღით, რომელიც იყოფა 2 სემესტრად. სემესტრის დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრება სკოლის პედაგოგიური საბჭოს მიერ დამტკიცებული და დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე შინაგანაწესის შემადგენელ ნაწილს.
სასწავლო დღეების ოპტიმალურ ვადებში ჩატარებისათვის შეიძლება სამუშაო დღედ გამოყენებული იყოს შაბათი, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს პედაგოგიურ საბჭოსთან და დადგენილი დირექტორის ბრძანებით.

4.5 მოსწავლეთა შეფასება სკოლაში

1. სკოლაში გამოიყენება ძირითადად ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
2. განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ქულა.
3. განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვ.

4. განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების აღწერილობა

განმავითარებელი განმსაზღვრელი
მიზანი სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;

მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა სწავლის ხარისხის გაკონტროლება;
მოსწავლის მიღწევის დონის დადგენა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში;
აკადემიური მოსწრების დონის განსაზღვრა
შეფასების საგანი სწავლის პროცესი
სწავლის შედეგი
შეფასების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება წინსვლის ხელშესაწყობად განსხვავებული აქტივობის შერჩევა, სწავლების სტრატეგიის შეცვლა, რჩევა-დარიგების მიცემა და სხვ. მომდევნო ეტაპზე (კლასში/საფეხურზე) დაშვება/არდაშვება

წარმარტების კრიტერიუმების განსაზღვრა კონკრეტული მოსწავლის წინსვლის საფუძველზე (საკუთარ მიღწევებთან მიმართებით - რა დონეს ფლობდა, რა დონეს ფლობს) იმის საფუძველზე, თუ რამდენად მიაღწია სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს (ყველასათვის საერთო, სტანდარტით დადგენილ ნორმასთან მიმართებაში)
შეფასების საშუალებები თვით/ურთიერთშეფასების რუბრიკა;
კითხვარი;
სიტყვიერი (ზეპირი/წერილობითი) კომენტარი;
უნარის განვითარების დონის აღწერა. ქულა


 განმსაზღვრელია როდესაც მასწავლებელი ნიშანს უწერს მოსწავლეს და მხოლოდ ამით შემოიფარგლება, ეს ნიშანი განსაზღვრავს მოსწავლის მიღწევის დონეს
 განმავითარებელია როდესაც მასწავლებელი შეფასების ისეთ ფორმას იყენებს, რომელიც მოსწავლეს არა მხოლოდ საკუთარი მიღწევის დონის განსაზღვრაში ეხმარება, არამედ განვითარებაშიც – ეს განმავითარებელი შეფასებაა.
 განმავითარებელი შეფასების ტიპური ფორმაა კომენტარები, რომელიც
სემესტრის განმავლობაში ან ბოლოს, ან რომელიმე დავალების შესრულების
შემდეგ იწერება და რომელიც აღწერს ნამუშევრის ძლიერ და სუსტ მხარეებს და ამავდროულად შეიცავს რეკომენდაციებს მიღწევების გაუმჯობესების თაობაზე.
 განმავითარებელი შეფასების ერთ-ერთი გავრცელებული ხერხია შეფასების ცხრილების (რუბრიკების) გამოყენება.
 მნიშვნელოვანია განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების მუდმივად გამოყენება სწავლის პროცესში.
 რეკომენდებულია, რომ განმავითარებელი შეფასების წილი სასწავლო პროცესისას უფრო მეტი იყოს, ვიდრე განმსაზღვრელის.


4.6 შეფასების სისტემა
ათქულიანი. 10 საუკეთესო ნიშანია, 1 კი _დაბალი
1. დაწყებით საფეხურზე I-V კლასში შეფასება ხდება ჩათვლის წესით, თითოეულ მოსწავლეზე კლასის დამრიგებელი წერს შემაჯამებელ კომენტარს ტექსტის სახით, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლის წარმატებებსა და მისცემს რჩევევბს საკუთარი შესაძლებობების უკეთ წარმოჩენისათვის.
2. V-XII კლასებში მოქმედებს ნიშნის დაწერის ათქულიანი სისტემა ხუთი დონის მიხედვით. 9,10 _მაღალი დონე, 7,8 --საშუალოზე მაღალი დონე, 5,6 -- საშუალო დონე, 3,4 -- საშუალოზე დაბალი, 1,2 -- დაბალი
3. V-XII კლასებში საგანში სპორტი მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/ არ ჩაეთვალა
4. დამატებითი სავალდებულო საგნების შეფასება არ იანგარიშება წლიური ქულის გამოთვლისას.
5. მოსწავლე ”აბიტურის საათის” ფარგლებში შესაძლებელია შეფასდეს განმავითარებელი შეფასებით.
6. II-XII კლასებში ემატება ნიშანი ქცევაში: “დადებითი”, “კარგი”, “დამაკმაყოფილებელი” და “არადამაკმაყოფილებელი”. ქცევის შეფასების კატეგორიები შემუშავდება სკოლის მიერ და მტკიცდება პედაგოგიურ საბჭოზე.


მოსწავლე ფასდება ოფიციალური სტატუსის მქონე შემდეგი ნიშნებით:

 საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ნიშნები _მოსწავლის აკადემიური ცოდნისა და უნარის შეფასება
 საგნის სემესტრული ნიშანი _ საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში.
 საგნის წლიური ნიშანი _ სემესტრული ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება საგანში საშუალო არითმეტიკულით
 საერთო წლიური ნიშანი _ ნიშანი, რომელიც გამოხატავს ყველა საგნის შეფასებას ერთობლიობას.
 საერთო საფეხურის ნიშანი _ ზოგადი განათლების თითოეული საფეხურის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) საერთო შეფასება.

5. მოსწავლის შეფასებისა და კლასიდან კლასში გადაყვანის წესი


1. კლასიდან კლასში და საფეხურიდან საფეხურზე გადასვლის უფლება ექნება დამაკმაყოფილებელი ქცევის იმ მოსწავლეებს, რომლებიც წარმატებით დაამთავრებენ კლასს და საფეხურს, რომელთა კლასის დამთავრების ან საფეხურის საბოლოო ქულა იქნებათ 5,1-ი და მეტი. საქართველოს ნაციონალური სასწავლო გეგმის თანახმად მოსწავლის მე 10 კლასში გადამსვლელი ქულა დგინდება პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით და შეიძლება იქნეს აწეული მაგრამ არაუმეტეს 6.1 ქულისა თითოეულ საგანში.
2. გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევა, თუ მოსწავლეს აქვს შეფასება 5,0-ზე მეტი ქულა, მას ეწერება 5,1.

3. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა მოხდება დადებითი სემესტრული ქულების საფუძველზე თუ მისი წლიური ქულა 5,1-ი და მეტია

4. მოსწავლე, რომელსაც სამ საგანში წლიური ნიშანი ექნება 4.5-ზე ნაკლები ქულა რჩება იმავე კლასში

5. მოსწავლე რომელსაც ერთ ან ორ საგანში ექნება უარყოფითი შეფასება (4.5 ქულაზე ნაკლები) აბარებს საშემოდგომო გამოცდას, რომელსაც მასწავლებლის მიერ უტარდება დამატებითი გაკვეთილები ზაფხულის პერიოდში და ეძლევა კონკრეტული დავალებები.

6. მოსწავლე, რომელსაც აქვს “საშემოდგომო”, აბარებს გამოცდას ადმინისტრაციის მიერ შექმნილ კომისიას სასწავლო წლის დაწყებამდე 10 დღის განმავლობაში.

7. მოსწავლე, რომელიც თუნდაც ერთ საგანში არ ჩააბარებს საშემოდგომო გამოცდას რჩება იმავე კლასში

8. მოსწავლე, რომელიც ორივე სემესტრის განმავლობაში არ ჩაება სასწავლო პროცესში შესაბამისი აქტების წარმოდგენის შედეგად, დგება პედაგოგიური საბჭოს წინაშე გარიცხვის კანდიდატად.

9. თუ მოსწავლე შეუფასებელია ერთ სემესტრში ან გაცდენები ჯამურად დაუგროვდა ზღვარზე მეტი აბარებს ექსტერნის წესით გამოცდას, დაწყებით და საბაზო საფეხურზე - სკოლაში, ხოლო საშუალო საფეხურზე -- რესურს ცენტრის მიერ მითითებულ ადგილას.

6.შეფასება და გაცდენები

ა) თუ საბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლემ სემესტრის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის ერთი სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 1/4 და მეტი, მაგრამ 1/2-ზე ნაკლები, მის სემესტრულ ნიშანს დააკლდება 20%. თუ მოსწავლეს არ აკმაყოფილებს მიღებული შეფასება მას მიეცემა საშუალება, გავიდეს სკოლის მიერ ორგანიზებულ სემესტრულ გამოცდაზე (იხ. ქვემოთ, გამოცდის ტიპები; სემესტრული გამოცდა).

ბ) თუ საშუალო საფეხურის მოსწავლემ გააცდინა კონკრეტული საგნისთვის ერთი სასწავლო წლის მანძილზე გათვალისწინებული საათების 1/2-ზე მეტი, იგი ამ საგანში არ იღებს საგნის წლიურ ნიშანს. აღნიშნულ საგანში ის შეფასებას იღებს ექსტერნატის ფორმით გამოცდის დაძლევის საფუძველზე. საბაზო საფეხურის მოსწავლის მიმართ ამ წესის გავრცელების საკითხი და მისი გავრცელების შემთხვევაში მოსწავლის შეფასების წესი დგინდება სასკოლო სასწავლო გეგმით.
გ) მოსწავლეთა გაცდენები, მათ შორის აბიტურის საათის გაცდენა, აღირიცხება ჟურნალში. გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი. ამასთან, აბიტურის გაცდენილი საათები არ იანგარიშება ა) და ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის.
დ)სკოლის დირექტორი ვალდებულია დამრიგებლის წარდგინების საფუძველზე, წერილობითი ფორმით, დროულად შეატყობინოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მოსწავლის მიერ გაკვეთილის/გაკვეთილების გაცდენის ფაქტის მოსალოდნელი შედეგის შესახებ.

ეს ნორმა არ ეხება შეზღუდული შესაძლებელობების მქონე მოსწავლეებს, რომლებიც შესაძლოა, იღებდნენ საგანმანათლებლო მომსახურებას სახლის/საავადმყოფოს პირობებში და/ან სწავლობენ სკოლის მიერ დამტკიცებული ზოგადი განათლების მიღების ალტერნატიული ფორმით.

7. სკოლა ვალდებულია
კანონით დადგენილი წესით სკოლა პასუხს აგებს:
 მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციის შეუსრულებლობაზე.
 ნაციონალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის არასრულ რეალიზაციაზე, მოსწავლეების განათლების ხარისხზე.
 სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლის თანამშრომლების და მოსწავლეების სიცოცხლესა და ჯამრთელობაზე.
 სკოლის თანამშრომლების და მოსწავლეების უფლებების დაცვაზე

8. შიდა კონტროლის წესი

_ ტესტებით, საკონტროლო წერებით, შიდა გამოცდებით, ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოებით მოსწავლეთა ცოდნისა და მასწავლებლის შრომის ნაყოფიერების შემოწმება;
_ გაკვეთილებზე დასწრების ორგანიზება და მისი შედეგების განხილვა ცალკეული კათედრებისა თუ პედაგოგიური საბჭოს სხდომებზე;
_ ცალკეულ პედაგოგთა და კათედრის გამგეთა ანგარიშის მოსმენა გაწეული საქმიანობის შესახებ;
_ გაკვეთილებზე მასწავლებელთა ურთიერთდასწრება. ინოვაციების დანერგვა _ განზოგადება.
_ თითოეული პედაგოგის გაკვეთილისათვის მზადების პერიოდული შემოწმება.
_ მოსწავლეთა მონაწილეობა სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებსა და ოლიმპიადებში და შედეგების ანალიზი.

თავი III.
9. სასწავლო პროცესის მონაწილენი
სასწავლო პროცესის მონაწილენი არიან მოსწავლეები, მათი მშობლები (კანონიერი წარმომადგენლები), მასწავლებლები და დაწესებულების სხვა მოსამსახურენი
9.1 მოსწავლეთა ჩარიცხვა სკოლაში ჩაირიცხებიან ბავშვები გასაუბრების საფუძველზე. სკოლაში ჩარიცხვის საწყისი ასაკი შეესაბამება განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს (დაბადებული 31 დეკემბრის ჩათვლით)
1. დაწყებით სკოლის პირველ კლასში ჩარიცხვისას იხსნება მოსწვლეთა პირადი საქმე. პირველ კლასში შემსვლელმა მოსწავლის კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს:
• განცხადება
• 2 ფოტოსურათი
• დაბადების მოწმობის დედანი, მისი ასლი (ნოტარიულად დასტურებული) და პირადი ნომერი.
• მშობლების პირადობის მოწმობის ასლები
• ხელშეკრულება ზოგადსაგანმანათლებო მომსახურებისა და მოვლის პირობების შესახებ
2. პარალელურ კლასებში მოსწავლეთა განაწილება ხდება მათი მშობლების განცხადებების საფუძველზე. მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა უკვე აჭარბებს სკოლაში განთავსებული სახელმწიფო დაკვეთის ზღვრულ ოდენობას.
3. მოსწავლის მიღება სხვა სკოლიდან დასაშვებია საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის ბრძანების #114/ნ 29.06.2011წ (მობილობის წესი) საფუძველზე. გადმოყვანა ხდება მშობლის განცხადების საფუძველზე, კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ, ყოველი წლის 1 ივლისიდან 31 ივლისამდე და 25 დეკემბრიდან 20 იანვრამდე. მშობელი ვალდებულია წარმოადგინოს აკადემიური მოსწრებისა და გაცდენების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამორიცხვის ბრძანება და პირადი საქმე. Mმობილობის მსურველს შეიძლება უარი ეთქვას ჩარიცხვაზე, თუ სკოლას სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებში მეტი მოსწავლის მიღება არ შეუძლია ან მასთან გასაუბრების შემდეგ დადგინდა, რომ მისი ცოდნის დონე არ შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს და სკოლის მოთხოვნებს. სკოლის მოთხოვნა გულისმობს, რომ მობილობის მსურველს ჰქონდეს შეფასება Kყველა საგანში - არანაკლებ 7 ქულა.
4. სხვა ქვეყნიდან მოსწავლის მიღება დასაშვებია აპოსტილის მიღების და დამატებითი სასწავლო გეგმების ორგანიზებისას.
5. დასაშვებია მოსწალეების პარალელურ კლასებში გადასვლა. ამ საკითხს წყვეტს სკოლის დირექტორი მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) დასაბუთებული განცხადების საფუძველზე
6. სკოლაში ჩარიცხულ ყველა მოსწავლეს აქვს სწავლისა და თვითრეალიზაციის თანაბარი პირობები, მათ განკარგულებაშია ახლად გარემონტებული :
 შენობა, საკლასო ოთახებით, დერეფნებითა და ავტონომიური გათბობით;
 სააქტო, შიდა და გარე სპორტული დარბაზებითა და მოედნებით.
 სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორიებით
 ინტერნეტით უზრუნველყოფილი კომპიუტერული კაბინეტი.
 კომპიუტერებით უზურნველყოფილი სასკოლო ბიბლიოთეკა და წიგნთა საბიბლიოთეკო ფონდი
 სასადილო და ბუფეტი ;
 სხვადასხვა სახის შემოქმედებითი წრეები და სტუდიები;
 სპორტული სექციები.

9.2 მოსწავლის გარიცხვა
1. სკოლიდან მოსწავლის ამორიცხვა ხდება:
 მშობლებთან დადებულ ხელშეკრულების საფუძველზე
 სხვა სკოლაში გადასვლისას სათანადო საბუთების (მოთხოვნა, დასტური) წარმოდგენის შემთხვევაში;
 მშობლის განცხადების საფუძველზე (X,XI,XII კლასი)

2. მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა, როგორც სასჯელის უკიდურესი ზომა, ხდება:
 სკოლის დირეექციის მოთხოვნით, პედსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფარული კენჭისყრით, ზოგადი განათლების შესახებ კანონის შესაბამისად.

9.3 მასწავლებლის უფლება_მოვალეობები
პედაგოგს უფლება აქვს:

1. პირადად მონაწილეობა მიიღოს სკოლის მართვაში.
2. მონაწილეობა მიიღოს სკოლის ფუნქციონირების მარეგლამენტირებელი დოკუმენტის შემუშავებაში.
3. ისარგებლოს სწავლისა და აღზრდის მეთოდების არჩევისა და გამოყენების თავისუფლებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და სკოლის მიერ დადგენილი სოციალური შეღავათებითა და გარანტიებით.
5. მოსთხოვოს სკოლის ადმინისტრაციას მუშაობისთვის აუცილებელი პირობები.
6. მიიღოს შრომის ანაზღაურება გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.
7. მოითხოვოს სასწავლო პროცესში მონაწილეთაგან მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულება.
8. მიიღოს დროული ინფორმაცია მოსწავლეთათვის ოლიმპიადების, კონფერენციების სხვადასხვა სახის აკადემიური თუ შემოქმედებითი კონკურსების ჩატარების პირობების შესახებ და სხვა.
9. მოსთხოვოს კლასის დამრიგებელს მოსწავლის მშობლის გამოძახება სკოლაში.
10. გაეცნოს ნებისმიერ საჯარო ინფორმაციას (წესდებას, შინაგანაწესს სტრუქტურას) და სკოლაში მასზე არსებულ პერსონალურ ინფორმაციას.
11. სკოლა ვალდებულია გასცეს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია 10 დღის ვადაში.
12. ისარგებლოს სასწავლებლის უძრავ_მოძრავი ქონებით საკუთარი პროფესიული მოვალეობის აღსასრულებლად შინაგანაწესით და წესდებით განსაზღვრული ფორმით.
13. მოითხოვოს სკოლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვა პედასაბჭოზე და, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, დამფუძნებელთა კრებაზე.
14. მოსწავლე გააძევოს გაკვეთილიდან, რის შესახებაც იმავე დღეს უნდა აცნობოს მოხსენებითი ბარათით მოადგილეს სასწავლო დარგში.


პედაგოგი ვალდებულია:
1. შეასრულონ საქართველოს კანონმდებლობით, ეთიკის კოდექსის ნორმებით, შინაგანაწესით, სკოლის წესდებით და შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი წესები
2. ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე განუვითაროს მოზარდებს ფიზიკური და გონებრივი უნარ_ჩვევები განათლების ეროვნული მიზნების ცხოვრებაში რეალიზებისათვის
3. დაეხმაროს, მოზარდს_ შეძლოს ზოგადი განათლების სამივე საფეხურების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევაში, რომელსაც სახელმწიფო დაადასტურებს შესაბამისი დოკუმენტის გაცემით.
4. სკოლაში გამოცხადდეს დროულად, გაკვეთილების დაწყებამდე არა უგვიანეს 15 წუთით ადრე.
5. პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისას მასწავლებელი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და ეთიკის კოდექსის ნორმებით.
6. ყველა გაკვეთილი ჩაატაროს ახალი მეთოდებითა და ხერხებით და მისცეს მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება.
7. შეაფასოს მოსწავლე ობიექტურად და მოსწავლის მიერ მიღებული მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასება კომპონენტების მიხედვით შეიტანოს საკლასო ჟურნალში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შესახებ გვერდზე, ხოლო მოსწავლეთა გაცდენები კი შესაბამის გრაფაში.
8. აწარმოოს საკლასო ჟურნალი _ ჟურნალის წარმოების წესის შესაბამისად.
9. დაიცვას სკოლის მოსწავლეთა პიროვნული ღირსებები, არ დაუშვას ფიზიკური და ძალადობრივი მეთოდების გამოყენება მოსწავლეთა მიმართ.
10. მასწავლებელი იჩენს თანაბარ ყურადღებასა და მზრუნველობას ყველა მოსწავლის მიმართ განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, გენდერული, ლინგვისტური თუ მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა.
11. მასწავლებელი სერიოზულობით ეკიდება მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატავად, რათა მოიპოვოს მოსწავლეთა ნდობა.

12. იმუშაოს კეთილსინდისიერად, ზუსტად შეასრულოს სკოლის წესდებით, შრომის შინაგანაწესით, დებულებებითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობები.
13. ურთიერთობისა და თანამშრომლობის ეთიკის ნორმების დაცვა:
 მასწავლებელი თანასწორად, პატივისცემით ეპყრობა კოლეგებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ სხვა პიროვნული თავისებურებებისა.
 მასწავლებელი ყოველთვის მზად არის გაუზიაროს შეძენილი ცოდნა კოლეგებს და ითანამშრომლოს მათთან სწავლების ახალი მეთოდების სასწავლო პროცესში გამოცდის მიზნით.
 მასწავლებელი ვალდებულია თავი შეიკავოს მოსწავლეების, მშობლების ან სხვა მასწავლებლების თანდასწრებით კოლეგების გაკიცხვისაგან.
 მასწავლებელს თავისი წვლილი შეაქვს სკოლის განვითარებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებში.

14. აიმაღლოს პროფესიული კვალიფიკაცია.
15. დაიცვან სამუშაო დროის ხანგრძლივობა და მაქსიმალურად გამოიყენოს იგი მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შემოქმედებითი და ეფექტური შესრულებისთვის,
16. დროულად და ზუსტად შეასრულონ ადმინისტრაციის განკარგულებანი.
17. მუდმივად გამოავლინონ შემოქმედებითი ინიციატივა შრომითი საქმიანობის მაღალი შედეგების მისაღწევად.
18. დაიცვას უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესები.
19. ყოველთვის იყოს ყურადღებიანი და ზრდილობიანი ბავშვებთან, მათ მშობლებსა და თანამშრომლებთან.
20. სისუფთავესა და წესრიგში იქონიოს თავისი სამუშაო ადგილი.
21. გაუფრთხილდეს სასკოლო ინვენტარს, დგამ-ავეჯს.
22. ეკონომიურად ხარჯონ სათბობი მასალები და ელ- ენერგია
23. მონაწილეობა მიიღოს კონფლიქტის გარკვევასა და დარეგულირებაში.
24. დაიცვას პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმები.
25. მოსწავლის მიერ მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში აცნობოს სკოლის ადმინისტრაციას.
26. მოსწავლეთა მიმდინარე ყოველდღიური განმსაზღვრელი შეფასებები_ კომპონენტების მიხედვით და გაცდენები შეიტანოს საკლასო ჟურნალში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების აღრიცხვის გვერდზე ყოველდღიურად, ხოლო სკოლის ელექტრონულ ჟურნალში - კვირაში ერთხელ .
27. მოქმედი კანონმდებლობით გამოყვანილი სემესტრული და წლიური განმსაზღვრელი შეფასება ზუსტად შეიტანოს საკლასო ჟურნალში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების აღრიცხვის გვერდზე.
28. შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი წესები და მოთხოვნები.
29. იზრუნოს ბავშვთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე გაკვეთილების, კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებების ჩატარებისას.
30. იზრუნოს სწავლა-სწავლების შედეგებზე.
31. დოკუმენტაციის დროულ და ზუსტ წარმოებაზე.

დამრიგებელს ევალება:

 შეაგროვოს ყველა მშობლის აქტუალური საკონტაქტო ინფორმაცია, რომ შეძლოს მოსწავლის ოჯახთან დროულად დაკავშირება საჭიროების შემთხვევაში.
 შეატყობინოს მშობელს მოსწავლის მხრიდან დისციპლინური დარღვევის ჩადენის შესახებ და ხელი შეუწყოს მის ჩართვას დისციპლინურ ღონისძიებებში.

 მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში;
 მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში.
 მშობლებისთვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა მინიმუმ თვეში ერთხელ.
 რეაგირების გარეშე არ დატოვოს მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევის არც ერთი შემთხვევა და იმოქმედოს შინაგანაწესის შესაბამისად.
 სკოლაში გამოცხადდეს დროულად, გაკვეთილების დაწყებამდე არა უგვიანეს 15 წუთით ადრე და აკონტროლოს კლასის დღის რეჟიმი და მოსწავლეთა დისციპლინა საგაკვეთილო პროცესის დასრულებამდე.
 Aწარმოოს საკუთარი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის
ყოველდღიური შემოწმება_გარკვევა და მოსწავლეთა ყოველკვირეული დასწრების ასახვა სკოლის ოფიციალურ დოკუმენტში და ინფორმაციის მიწოდება ადმინისტრაციისათვის.
 სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შედეგად მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ.
 თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, ამ მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ადმინისტრაციისაგან.
 ინდივიდუალური შეხვედრების დროს აცნობოს მშობლებს შვილის მოსწრების შესახებ.
 გაიგოს მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის მიზეზი.
 პერიოდულად გამოკითხოს საგნების მასწავლებლებს თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების შესახებ.
 ყოველი სემესტრისა და წლის ბოლოს თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების გაცდენები და საგნის მასწავლებლების მიერ მოსწავლეთა მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასების საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობით გამოყვანილი განმსაზღვრელი სემესტრული და წლიური შეფასება ზუსტად შეიტანოს საკლასო ჟურნალში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების აღრიცხვის გვერდზე.
 ოფიციალურად გააფრთხილოს მშობელი შვილის მიერ გაკვეთილების არასაპატიო გაცდენებისა და დაბალი აკადემიური მოსწრების შესახებ.
 სასწავლო წლის ბოლოს თითოეულ მოსწავლეზე დაწეროს მოკლე დახასიათება, სადაც აღწერს: მოსწავლის ძლიერ და სუსტ მხარეებს, მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას, პიროვნულ პრობლემებსა და ზოგად წარმატებებს, მის შესაძლო მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა რაიმე ღონისძიებებში რომელსაც საჭიროების შემთხვევაში აცნობებს მშობელს.
 დამრიგებელი მოიაზრება მოსწავლის მრჩევლად, რომელიც ეხმარება მას კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაში, უკეთ განვითარებაში, მომავალი პროფესიის არჩევაში, ხელს უწყობს მას საკუთარი მიდრეკილებების გამოვლენასა და სპორტულ წრეებსა და კლუბებში ჩართვაში და სხვა.
 ძირითადად დამრიგებელი აწესრიგებს თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დოკუმენტაციას.
 დამრიგებელი პასუხისმგებელია თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების
ყოველდღიური დასწრების აღრიცხვასა და შემოწმებაზე, კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებაზე.
 მინიმუმ წელიწადში ერთხელ, მშობლებთან და მოსწავლეებთან ერთად წინასწარ განსაზღვრული მარშუტით წაიყვანოს კლასი ექსკურსიაზე,.
 დაუშვებელია ერთი მოსწავლის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ საუბარი მეორის მშობლის თანდასწრებით.

მასწავლებელს ეკრძალება:
 მოსწავლეთათვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება.
 სკოლის ქონებისა და ინვენტარის განადგურება.
 ბილწსიტყვაობა.
 ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნა.
 მოსწავლეების ღირსების შელახვა.
 ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერების, ნარკოტიკული და ალკოჰოლური ნივთიერებების შემოტანა, მოხმარება და გავრცელება.
 ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მწარმსის, სქესის, აკადემიური მოსწრების, სოციალური წარმომავლობის ან პირადი შეხედულებების მიხედვით დისკრიმინაციის დაუშვებლობა.
თანამშრომელს შეიძლება გამოეცხადოს
გაფრთხილება
• ორზე მეტი დაგვიანებისთვის ( გაკვეთილებზე, თათბირებზე, პედსაბჭოსა და სამსახურში) ან გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისას.
• პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების და უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის.
• პედსაბჭოს არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის.
• კალენდარული გეგმის შეუსრულებლობის ან მისი არ ქონისათვის.
• დამრიგებლისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისთვის.
• საკლასო ჟურნალის არასწორი წარმოებისათვის.
• საგანში კლასების მიხედვით სილაბუსის არ ქონისათვის.
საყვედური
• ორი გაფრთხილების მიღებისათვის .
• ორი დაგვიანებისა ან Uგაკვეთილის არასაპატიოდ გაცდენისათვის.
• მოსწავლის ან კოლეგის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის.
• ხელშეკრულებით გათვალისწინებული მუხლების დარღვევისათვის.
• შინაგანაწესით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობისათვის.
• არასწორი ინფორმაციის გავრცელებისათვის.
სასტიკი საყვედური
• სკოლის მატერიალური ზარალის მიყენებისათვის.
• გაკვეთილზე სისტემატიური არასაპატიო დაგვიანება-გაცდენისათვის.
• დამრიგებლისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობისა და ისეთი საქციელის ჩადენისათვის, რომელიც ლახავს სკოლის სახელს.
• 10.3 პუნქტში Yაღიშნული მოვალეობების შეუსრულებლობისათვის.

თანამშრომებელი შეიძლება განთავისუფლდეს
• სამსახურის ვადის ამოწურვისას.
• საკუთარი ინიციატივით.
• შტატებით გათვალისწინებულ საშტატო ერთეულის შემცირებისას.
• დაწესებულების ლიკვიდაციისას.
• დისციპლინარული გადაცდომებისას.
• ხანგრძლივი შრომისუუნარიანობისას (30 კალენდარული დღე).
• მოსწავლის ან კოლეგის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის.
• მოსწავლეთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულის დაფარვისათვის.
• მასწავლებლის ეთიკის ნორმების დარღვევისათვის.
• სხვადასხვა დაწესებულებებში გადასვლასთან დაკავშირებით.
• გარდაცვალებისას.
• ორი და მეტი საყვედურის გამოცხადებისას.
• სასტიკი საყვედურის გამოცხადების შემდეგ ნებისმიერი გადაცდომისათვის.


10. მოსწავლეთა უფლება_მოვალეობანი, დისციპლინური სასჯელი
მოსწავლეთა უფლებები:
1. მოსწავლეებს მათ გაერთიანებებს უფლება აქვთ ისარგებლონ სკოლის მიერ აღიარებული ყველა უფლებითა და თავისუფლებით, საქართველოს კანონმდებლობით, სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი წესების შესაბამისად
2. მოსწავლეს აქვს რწმენის აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება, ნებაყოფლობით არჩევისა და შეცვლის უფლება

3. მიიღოს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამისი ხარისხიანი განათლება
4. დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან
5. გადავიდეს სხვა სკოლაში ზოგადი განათლების იმავე საფეხურზე
6. აირჩიოს ან აირჩეს მოსწავლეთა თვითმმართველობაში
7. მოითხოვოს სასწავლო პროცესში მონაწილეთაგან მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულება
8. მიიღოს მასწავლებლისგან ინფორმაცია საკუთარი აკადემიური მოსწრების შესახებ
9. უფასოდ ისარგებლოს სკოლის საბიბლიოთეკო ფონდით
10. ჰქონდეს სწავლებისთვის შესაბამისი გარემო, ჯანმრთელობის
დაცვისა და ფიზიკური სრულყოფის პირობები
11. მიიღოს ინფორმაცია ოლიმპიადებს, კონფერენციების, სხვადასხვა სახის აკადემიური და შემოქმედებითი კონკურსების პირობების შესახებ მათში მონაწილეობის მიზნით.
12. ისარგებლოს სკოლის სამედცინო მომსახურებით
13. მოითხოვოს ნებისმიერი საკითხის განხილვა კლასის მშობელთა კრებაზე, თვითმმართველობასა და სამეურვეო საბჭოზე

14. სკოლაში გაეცნოს ნებისმიერ საჯარო და მასზე არსებულ პერსონალურ ინფორამაციას
მოსწავლეთა მოვალეობები
1. მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი წესები, მოსწავლეთა ქცევის კოდექსი
2. გაკვეთილზე გამოცხადდეს დროულად
3. მასწავლებლის ნებართვის გარეშე არ გავიდეს გაკვეთილიდან
4. დაემორჩილოს პედაგოგებისა და სკოლის თანამშრომლების სამართლიან მოწოდებას
5. სკოლაში გამოცხადების შემთხვევაში დაესწროს ყველა გაკვეთილს
6. პატივისცემით მოექცეს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს
7. შეატყობინოს სკოლის დირექციას ქცევის კოდექსის ნებისმიერი სერიოზული დარღვევის შემთხვევაში

მოსწავლეს ეკრძალება

1 სასწავლო პროცესის დასრულებამდე დატოვოს სკოლის ტერიტორია
2 მიაყენოს ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა სხვა მოსწავლეს
3 სკოლის ქონებისა და სასკოლო ინვეტარის დაზიანება
4 სხვადასხვა მოსწავლეების ღირსების შელახვა, დაშინება, გამოძალვა.
5 ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნა
6 ხმამაღალი შეძახილებით ან ყვირილით საგაკვეთილო პროცესის ჩაშლა.
7 სკოლაში მობილური ტელეფონების და სხვა ელექტრონული ტექნიკის უნებართვო გამოყენება.
8. ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი და ნარკოტიკული ნივთიერებების და კანონით აკრძალული სხვა ნივთების სკოლის ტერიტორიაზე შეტანა, მოხმარება და გავრცელება
9. სკოლის შენობის ტერიტორიაზე სიგარეტის შეტანა და მოწევა.
10. სკოლის კედლებზე ან გამოკრულ დოკუმენტებზე წარწერების გაკეთება
11. ბილწსიტყვაობა
12. ქურდობა
13. ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ხელს უშლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობას
14. წამლების შემოტანა სკოლაში, თუ მას არ აქვს ექიმის მიერ გამოწერილი ცნობა
მოსწავლის ქცევის წესები
მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება
1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს.

მოსწავლეებთან დამოკიდებულება
მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.

მოსწავლის ჩაცმის წესი
მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით.
მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს
ა) მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე.
ბ) გაკვეთილზე ყოფნისას, მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები.
გ) მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე.
დ) მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით.
ე) მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.
ვ) მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად.
ზ) მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას.
თ) მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე.
ი) მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას.
კ) მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სკოლაში აკრძალული ნივთები
მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით:
ა) თამბაქოს ნაწარმი;
ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად;
გ) სანთებელა ან ასანთი;
დ) ალკოჰოლური საშუალებები;
ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;
ზ) აზარტული თამაშის საშუალებები;
თ) უხამსობის ამსახველი ნივთები;
ი) ნარკოტიკული საშუალებები;
კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები.
ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.

პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის

მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.


მოსწავლეთა ჩხრეკა
1. დირექტორსა და მის მოადგილეს აქვს უფლება, სკოლის ტერიტორიაზე გაჩხრიკოს მოსწავლე, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მოსწავლე ფლობს რაიმე უკანონო, ან სკოლის შინაგანაწესით აკრძალულ ნივთებს
2. სასკოლო ექსკურსიებზე, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსწავლე ფლობს უკანონო ნივთებს, მისი გაჩხრეკის უფლება აქვთ ექსკურსიაზე პასუხისმგებელ მასწავლებელს.
3. მოსწავლის ჩხრეკა უნდა ჩატარდეს მესამე სრულწლოვანი პირის თანდასწრებით
4. პირი, რომელიც ჩხრეკას ჩაატარებს, ვალდებულია, ამოღებული ნივთი, თუ ის არ არის უკანონო და არ ქმნის სხვა მოსწავლეებისათვის საფრთხეს, დაუბრონოს მოსწავლეს დაუყოვნებლივ.

დისციპლინური სასჯელი
1. მოსწავლის მიმართ დისციპლინურ სასჯელად შეიძლება გამოყენებულ იქნას პედაგოგის მხრიდან:
ა) შენიშვნა,
ბ) სიტყვიერი გაფრთხილება,

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მოსწავლის მიმართ დისციპლინურ სასჯელად სკოლის დირექციისაგან შეიძლება გამოყენებულ იქნას:
ა) მითითება;
ბ) სკოლისათვის სასარგებლო სამუშაოს შესრულება. (ეზოს, საკლასო ოთახის,ბიბლიოთეკისა ან შენობის სხვა ნაწილის დასუფთავებაში მონაწილეობა არასაგაკვეთილო პერიოდში)
გ) 1_ 5 დღემდე სკოლიდან დათხოვნა (გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი);
დ) 5-10 დღემდე ვადით დათხოვნა ან სკოლიდან გარიცხვა (გადაწყვეტილებას იღებს პედაგოგიური საბჭო)
ე)Nნულოვანი ტოლერანტობა, რომლის დროსაც მოსწავლეზე არ ვრცელდება შემამსუბუქებელი პროცედურა და ირიცხება სკოლიდან, კერძოდ.:
 მკვლელობა ან მკვლელობის მცდელობა
 ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის ტარება,
 ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა, მოხმარება, შენახვა და გავრცელება.
3. მოსწავლის მიერ ქცევის წესების დარღვევის, სწავლაში ჩამორჩენის შემთხვევაში კლასის დამრიგებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მშობელს. მშობელი ვალდებულია, მიიღოს ზომები მდგომარეობის გამოსასწორებლად.
წამლის მიღება სკოლაში:
 წამალი უნდა გადაეცეს სკოლის ექიმს, არარსებობის შემთხვევაში - დამრიგებელს, მშობლის წერილთან ერთად.
 ყველა წამალი უნდა ინახებოდეს, თავის ორიგინალურ ყუთში
 წამლის მიღება უნდა ხდებოდეს ექიმისა, ან კომპეტენტური ზედამხედველის მეთვალყურეობით.


11. სკოლის თანამშრომლებისა და მოსწავლის მშობელთა უფლება_მოვალეობები

სკოლის მუშაკთა, მშობელთა და მოსწავლეთა უფლებები და თავისუფლებები განისაზღვრება საქართველოს კანონით ,,ზოგადი განათლების შესახებ”.
სკოლაში დისციპლინის შენარჩუნება დამყარებულია საგანმანათლებლო პროცესის ყველა მონაწილის ადამიანური უფლებების პატივისცემაზე. დაუშვებელია მოსწავლეების მიმართ ზემოქმედების ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზომების გამოყენება.
ამ პრინციპის დამრღვევი თანამშრომლების მიმართ გამოიყენება ადმინისტრაციული ზომები, სამსახურიდან დათხოვნის ჩათვლით.
სკოლის მუშაკს, მშობელსა და მოსწავლეს უფლება აქვთ, თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ სკოლის უკანონო და არამართლზომიერი ქმედებები, ზარალის შემთხვევაში მიიღონ სრული ანაზღაურება

11.1 მოსწავლის მშობლების უფლება_მოვალეობები

სკოლის მოსწავლის მშობელს (კანონიერ წამომადგენელს) უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს სასწავლო პროცესში ჩართულ პირთაგან დაკისრებული მოვალეობის შესრულება
ბ) მიიღოს ინფორმაცია მასწავლებლისაგან და სკოლის ადმინისტრაციისგან სკოლის ფუნქციონირების ნებისმიერ საკითხზე
გ) გამოთქვას საკუთარი აზრი მშობელთა კრებებზე
დ) გაეცნოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობასა და შინაარს, მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას
ე) გაეცნოს სკოლის წესდებას, შინაგანაწსს, სასწავლო პროცესის მარეგლამენტირებელ სხვა დოკუმენტებს
ვ) დაიცვას ბავშვის კანონიერი უფლებები და ინტერესები და წერილობითი განცხადებით მიმართოს დაწესებულების დირექტორს, რომელიც ვალდებულია ბავშვის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები და კანონით დადგენილ ვადაში გასცეს პასუხი
ზ) გაასაჩივროს დირექციის მიერ გამოტანილი დისციპლინური სასჯელი. ……აღნიშნული საჩივარი განიხილოს 14 დღის ვადაში და შესაბამისი დასკვნა წერილობით წარუდგინოს მოსწავლესა და მის მშობელს.
თ) მასწავლებლის მიერ დაწერილი სემესტრული ნიშანი გაასაჩივროს სკოლის დირექციაში. დირექცია ვალდებულია, 7 დღის ვადაში შექმნას კომისია, რომელიც კომისის შექმნიდან არაუგვიანეს სამ დღეში, შეისწავლის საჩივრის საფუძვლიანობას და დაწერს შესაბამის ნიშანს.
ი) კლასის მოსწავლეთა მშობლების 4/5 –ის განცხადების საფუძველზე, შესაბამისი დასაბუთებით, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია, მასწავლებელს ჩამოართვას ამ კლასთან გაკვეთილების ჩატარების უფლება
კ) კლასის მოსწავლეA მშობლების 2/3-ის განცხადების საფუძველზე, შესაბამისი დასაბუთებით, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია, ამ კლასის დამრიგებელი გაათავისუფლოს თანამდებობიდან
მშობელი (კანონიერი წარმომადგენელი) ვალდებულია:
ა) შექმნას თავისი ბავშვის აღზრდისა და მისთვის ზოგადი განათლების მიღების ხელშემწყობი პირობები
ბ) შეასრულოს სკოლის ხელმძღვანელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები
გ)შეასრულოს დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნები
დ) აანაზღაუროს თავისი შვილის მიერ სკოლისათვის მიყენებული მატერიალური ზარალი.
ე) პირველსავე მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს სკოლაში (სკოლაში მშობლის გამოძახების უფლება აქვს სკოლის დირექტორს, დირექტორის მოადგილეს სასწავლო დარგში და კლასის დამრიგებელს)

12. წახალისება
წახალისების სახეები
სკოლაში დასაქმებული პირის მიმართ, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობები სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შეასრულა, გამოავლინა განსაკუთრებული სირთულისა და მნიშვნელობის დავალებათა შესრულების შესაძლებლობა და კეთილსინდისიერად ემსახურა სკოლას, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს წახალისების შემდეგი სახეები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) პრემიის მიცემა;
გ) თანამდებობრივად დაწინაურება/წახალისება.
აკადემიური მოსწრების, დისციპლინის, სკოლის საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობისათვის სკოლის დირექტორმა ან პედაგოგიურ და მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანოებმა წარდგინებით შეიძლება გამოიყენონ მოსწავლის წახალისების შემდეგი სახეობები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) პრემიის გაცემა;
გ) სიგელის გადაცემა;
დ) გარკვეული შეღავათის მინიჭება.
წახალისების გამოყენების წესი

1. წახალისების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სკოლის დირექტორის (მოვალეობის შემსრულებლის) ინიციატივით ან პედაგოგიური/სამეურვეო საბჭოს წინადადებით.
2. წახალისების თაობაზე სკოლის ბრძანება შეიტანება სკოლაში დასაქმებული პირის, მოსწავლის პირად საქმეში.
3. შესაძლებელია ერთდროულად წახალისების რამოდენიმე ფორმის გამოყენება.
4. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენება არ ზღუდავს სკოლაში დასაქმებული პირის მიმართ დისციპლინური გადაცდომისას პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას.


საჩივრის განხილვა

კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს უფლება აქვთ, წერილობითი საჩივრით მიმართონ სკოლის დირექტორს, ხოლო მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში_სააპელაციო კომისიას.


თავი IV.
13. შრომითი შინაგაწესი
ძირითადი დებულება.
წინამდებარე წესდება შემუშავებულია და დამტკიცებულია საქართველოს შრომის კოდექსის მე 13 მუხლის თანახმად და მიზნად ისახავს შრომითი კოლექტივის მუშაობის სწორ ორგანიზებას, სამუშაო დროის რაციონალურ გამოყენებას, თანამშრომელთა შრომის ეფექტურობისა და ხარისხის ამაღლებას, შრომითი დისციპლინის გამყარებას.

თანამშრომლების დანიშვნა - განთავისუფლება

1.1 სამსახურში მიღებისას (შრომითი ხელსეკრულების გარკვეული დროით დადებისას) ადმინისტრაცია მოითხოვს შემდეგ დოკუმენტაციას:
• პირადობის მოწმობა.
• შრომის წიგნაკი ან ცნობა ბოლო სამუშაო ადგილიდან.
• დოკუმენტი განათლების ან პროფესიულ მომზადების შესახებ (თუ თანამდებობა მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, კვალიფიკაციას ან პროფესიულ მომზადებას).
• სამედიცინო ცნობას, რომ არ არის არავითარი შეზღუდვები (უკუჩვენებები) საბავშვო დაწესებულებაში სამუშაოდ.
1.2 Pირებმა, რომლებიც მუშაობას იწყებენ შეთავსებით, შრომის წიგნაკის ნაცვლად უნდა წარადგინონ ცნობა ზირითადი სამუშაო ადგილიდან თანამდებობის და სამუშაო გრაფიკის მითითებით.
1.3 სამუშაოზე მიღება ფორმდება თანამშრომელსა და სკოლას შორის წერილობით, გარკვეული ვადის (ერთწლიანი) შრომითი ხელშეკრულების ხელმოწერით. ყველა მიღებულ თანამშრომელზე სკოლის დირექტორი გამოსცემს ბრძანებას. ახლად დანიშნულ თანამშრომელს უწესდება გამოსაცდელი ვადა, არა უმეტეს 3 თვისა. (მუხლი 9).
1.4 უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებამდ ახლადმიღებულ ან სხვა სამსახურში გადაყვანილ თანამშრომელს აცნობს მასზე დაკისრებულ სამუშაოს, თანამდებობრივ მოვალეობებს, შრომის ანაზღაურების პირობებს, სამუშაო გრაფიკსა და რეგლამენტს, სუბორდინაციას, უხსნის მის უფლებებს და მოვალეობებს.
1.5 დირექტორის მოადგილე უსაფრთხოების დარგში (სპეციალურ ჟურნალში ხელისმოწერით) აცნობს თანამშრომელს უსაფრთხოების წესებს, სანიტარულ, ხანძარსაწინააღმდეგო და სამსახურებრივი სივრცის გამოყენების სხვა წესებს.
1.6 დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში თანამშრომელს უტარებს ინსტრუქტაჟს სკოლის რეჟიმის შესახებ, აცნობს მას სკოლის შიდა შრომითი განრიგის წესდებას, მდივანი აკეთებს თანამშრომლის “პირად საქმეს”.
1.7 ყველა თანამშრომელზე წარმოებს პირადი საქმე, რომელშიც შედის:
 კადრების აღრიცხვის პირადი ფურცელი.
 ავტობიოგრაფია.
 განცხადება სამსახურში მიღებაზე.
 შრომის წიგნაკს ან ცნობა ბოლო სამუშაო ადგილიდან.
 დოკუმენტი განათლების ან პროფესიულ მომზადების შესახებ, თუ თანამდებობა მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, კვალიფიკაციას ან პროფესიულ მომზადებას.
 სამედიცინო ცნობას, რომ არ არის არავითარი შეზღუდვები (უკუჩვენებები) საბავშვო დაწესებულებაში სამუშაოდ.
 ბრძანების ამონაწერი დანიშვნაზე, გადაადგილებაზე, წახალისებასა და გათავისუფლებაზე.
პირადი საქმე ინახება სკოლაში.

თანამშრომლების მოვალეობები
სკოლის ყველა თანამშრომელი ვალდებულიაA

1.8 თანამშრომლების დათხოვნა რეგულირდება შრომის კოდექსის 37, 38 მუხლებით.
1.9 უმიზეზოდ სამსახურის გაცდენის ან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაცია მოითხოვს თანამშრომლისგან წერილობრივ ახსნა-განმარტებას და შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას ზღვევინებაზე.
1.10 გათავისუფლების დღეს ადმინისტრაცია აწარმოებს დათხოვნილ თანამშრომელთან სრულ ფულად ანგარიშსწორებას და გადასცემს მას სათანადოდ შევსებულ შრომის წიგნაკს. სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი იწერება შრომის წიგნაკში შრომის კოდექსის მუხლებისა და პუნქტების მითითებით. გათავისუფლებული თანამშრომლის პირადი საქმე ინახება სკოლის არქივში.
1.11 სკოლის თანამშრომლების და მოსწავლეების ტელეფონის ნომრები და მისამართები არ გადაეცემა მესამე პირს ან სხვა ორგანიზაციებს მათი ნებართვის გარეშე.


1.12 აწარმოოს თავისი სამუშაო სკოლის მისიის კონტექსტში, სკოლის საერთო მიზნებიდან გამომდინარე კორექტირება გაუკეთოს საკუთარი მუშაობის გეგმებს და ამოცანებს.
1.13 ხელი შეუწყოს სკოლაში დადებითი მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის ჩამოყალიბებას, ყოველმხრივ დაეხმაროს კონფლიქტური სიტუაციების გადაჭრას.
1.14 იმუშაოს კეთილსინდისიერად, შეინარჩუნოს შრომითი დისციპლინა, ზუსტად და დროულად შეასრულოს სკოლის ადმინისტრაციის განკარგულებები, გამოიყენოს მთელი თავისი სამუშაო დრო შრომისათვის, თავი შეიკავოს ქმედებებისაგან, რომლებიც ხელს შეუშლის სხვა თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.
1.15 სისტემატიურად აამაღლოს საკუთარი პროფესიონალური და სამსახურებრივი კვალიფიკაცია.
1.16 დაიცვას უსაფრთხოების წესები, ტრავმის ნებისმიერი შემთხვევა დაუყოვნებლივ მოახსენოს ადმინისტრაციას.
1.17 დადგენილ ვადებში გაიაროს სამედიცინო კონტროლი, დაიცვას სანიტარული ნორმები და შრომის ჰიგიენა.
1.18 დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების წესები.
1.19 სამუშაო ადგილი, ავეჯი, მოწყობილობა დანადგარები სულ ჰქონდეს მოწესრიგებულ მდგომარეობაში, შეინარჩუნოს სისუფთავე სკოლის შენობაში.
1.20 სწორად და დანიშნულებისამებრ გამოიყენოს სკოლის მიერ მასზე მინდობილი საშუალებები, მოწყობილობები, სასწავლო და საორგანიზაციო – სამართლებრივი მასალები, არ დაუშვას მათი მესამე პირზე, სხვა სასწავლო დაწესებულებაში გადაცემა ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე.
1.21 შეინარჩუნოს დოკუმენტაციის და მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესი.
1.22 შეინარჩუნოს სკოლის ქონება, ფრთხილად გამოიყენოს მასალები, რაციონალურად ხარჯოს ელექტროენერგია, სითბო, წყალი.
1.23 პატივი სცეს თანამშრომელთა და მოსწავლეთა ღირსებას, არ დაუშვას მათ მიმართ უხამსობა, იყოს ყურადღებიანი და თავაზიანი მშობლებისადმი და კოლექტივისადმი.
1.24 დროულად გაეცნოს განკარგულებებს და სამუშაო გეგმებს.
1.25 დროულად და აკურატულადაწარმოოს დაგენილი დოკუმენტაცია.
1.26 გამოუცხადებლობის მიზეზის მიუხედავად დროულად და დამოუკიდებლად გაიგოს მონაცემები თათბირების შესახებ და მათი შედეგები
1.27 შესაძლებლობებიდან გამომდინარე ხელი შეუწყოს სკოლის მაღალეფექტურ, დინამიურ და მდგრად განვითარებას.

პედაგოგი ვალდებულია
1.28 სისტემატირად აწარმოოს მოსწავლეთა ატესტაცია და მონაცემები შეიტანოს ჟურნალებში, დღიურებსა და სკოლის სასწავლო ნაწილით დადგენილ სხვა დოკუმენტაციაში.
1.29 სისტემატიურად აწარმოოს მოსწავლეთა წერილობითი ნაშრომის შემოწმება, მათი რეცენზირების ჩათვლით.
1.30 აწარმოოს საკონტროლო ჭრილები, საკონტროლო და ლაბორატორიული შრომები, სასწავლო ნაწილის გეგმის თანახმად და ჩააბაროს მათი ანგარიში სასწავლო ნაწილს.
1.31 სასწავლო სემესტრების შედეგების თანახმად ჩაატაროს მოსწავლეების ატესტაცია, შეავსოს საატესტაციო ფურცლები, რეიტინგული ანკეტები, მოსწავლეთა გაშლილი ანკეტები და სხვა.
1.32 დადგენილი ფორმით მოსწავლის მშობლისათვის მოამზადოს ანგარიში სასწავლო წლის შედეგებიდან გამომდინარე და ჩააბაროს ის სასწავლო ნაწილში არა უგვიანეს 15 მაისისა, საპირისპირო შემთხვევაში ადმინისტრაციას გააჩნია უფლება, გამოიყენოს დისციპლინური ზომები
1.33 კლასის დამრიგებელმა, სკოლის დირექტორის ნებართვით, წელიწადში არა ნაკლებ 2ჯერ უნდა ჩაატაროს მშობელთა კრება, გამოიძახოს მშობელი სკოლაში.
1.34 დაესწროს მშობელთა კრებას და საპატიო მიზეზით არყოფნის შემთხვევაში – კლასის დამრიგებლის მეშვეობით - გადასცეს შეტყობინება მშობლებს. დროულად გაეცნოს გაკვეთილების ცხრილს და მუშაობის გრაფიკს.
1.35 გაეცნოს კონკრეტულ ფუნქციონალურ მოვალეობებს (რომელსაც ყველა თანამშრომელი ასრულებს) თავისი თანამდებობიდან გამომდინარე, სპეციალობას და კვალიფიკაციას განმარტავს, კვალიფიკაციური დახასიათების, სატარიფო კვალიფიციური ცნობარის, ნორმატული და შიდა დოკუმენტაციის საფუძველზე დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივ ინსტრუქციას.


ადმინისტრაციის მოვალეობა
1.36 ხელი შეუწყოს თანამშრომელთა მაღალეფექტურ მუშაობას, შეუქმნას თანამშრომლებს აუცილებელი პირობები მათი მოვალეობის კარგად შესასრულებლად.
1.37 უხელმღვანელოს პედაგოგთა და სხვა თანამშრომელთა ისეთ მუშაობას, რომ ყველა მუშაობდეს თავის სპეციალობით, დაადგინოს მათი სამუშაო დრო, შეათანხმოს მასწავლებლებთან მათი დატვირთვა მომავალი სასწავლო წლისთვის.
1.38 უზრუნველყოს ჯანმრთელი და უსაფრთხო მუშაობის გარემო, შენობა ნაგებობების გამართულობა, გათბობა, განათება,ინვენტარი და სხვა მოწყობილობები, მუშაობისათვის საჭირო სხვა მასალები.
1.39 აკონტროლებს სწავლის პროცესის ხარისხს, გაკვეთილების ცხრილის შესრულებას, საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებას, სასწავლო გეგმებს, კალენდარულ სასწავლო გრაფიკებს.
დაუშვებელია მასწავლებლისათვის შენიშვნის გაკეთება მათ სამუშაოსან დაკავშირებით გაკვეთილის მსვლელობის დროს მოსწავლეების წინაშე.
1.40 დროულად განიხილოს თანამშრომელთა წინადადებები, რომელიც მიმართულია სკოლის მოღვაწეობის გაუმჯობესებაზე. დაეხმაროს და წაახალისოს სკოლის საუკეთესო თანამშრომლები.
1.41 გააუმჯობესოს შრომის ორგანიზება, უზრუნველყოს შრომის ანაზღაურების მოქმედი ხელშეკრულებები, დროულად გასცეს ხელფასი არა უგვიანეს შემდეგი თვის 10 რიცხვისა.
1.42 დროულად შეატყობინოს თანამშრომლებს სამეცნიერო, სასწავლო-მეთოდურ კონფერენციებზე, ღონისძიებებს და გარემოებებზე, რომლებიც ახდენენ გავლენას მათი სამუშაოს მსვლელობაზე.
1.43 მიიღონ ზომები სასწავლო და შრომითი დისციპლინის უზრუნველსაყოფად.
1.44 ახალი სასწავლო წლის სამუშაო ხელშეკრულებების დადება გაფორმდეს მასწავლებლების შვებულებაში გასვლამდე.
1.45 მუდმივად აკონტროლოს თანამშრომლების და მოსწავლეების მიერ: ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, სანიტარულ და ჰიგიენური მოთხოვნების და ინსტრუქციების ცოდნა.

სამუშაო კვირის ხანგრძლივობა,
ყოველდღიური სამსახურის დაწყების და დასრულების დრო
1.46 სკოლაში დადგენილია ხუთდღიანი სამუშაო კვირა ორი დასვენების დღით. დირექტორის მოადგილეების, ბუღალტერის, სამეურნეო ნაწილის უფროსის და მომსახურე პერსონალის სამუშაო დღის ხანგრძლივობა განსაზღვრულია სამსახურებრივი გრაფიკით.
1.47 სამუშაო დღის დასაწყისი ყველა თანამშრომლებისათვის დადგენილია 9 საათზე. სამუშაო დღე მთავრდება გაკვეთილების დასრულების შემდეგ (მომსახურე პერსონალის გარდა).
1.48 სამუშაო გრაფიკს ამტკიცებს სკოლის დირექტორი და მასში გათვალისწინებულია სამუშაოს დაწყების და დასრულების დრო, შესვენებები. თანამშრომლები ეცნობიან გრაფიკს რაზეც აწერენ ხელს, გრაფიკი გამოეკვრება თვალსაჩინო ადგილზე მისი ძალაში შესვლამდე ერთი თვით ადრე.
1.49 მასწავლებლებისათვის ახალ სასწავლო წლის სამუშაო დატვირთვის დადგენა ხდება სკოლის დირექტორის მიერ მათი შვებულებაში გასვლამდე, ამავდროულად მაქსიმალურად უნდა ხდებოდეს კლასებისა და დატვირთვის შენარჩუნება. Mმასწავლებლების დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი განაკვეთით გათვალისწინებულ საათებს. Mმასწავლებლის სასწავლო დატვირთვა, როგორც წესი, უნდა იყოს სტაბილური და არ მერყეობდეს წლის განმავლობაში, მისი შეცვლა შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.
1.50 გაკვეთილების ცხრილს ადგენს სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მოსწავლის დასვენების და შრომის რეჟიმის, სანიტარული ნორმების, პედაგოგის გონებრივი საქმიანობის და დროის ეკონომიის გათვალისწინებით.
1.51 სამუშაო საათებში სკოლის ადმინისტრაცია მოიზიდავს პედაგოგებს მორიგეობაზე. Mმორიგეობა იწყება სასწავლო პროცესის დაწყებამდე 20 წუთით ადრე და გრძელდება გაკვეთილების დასრულებამდე. Mმორიგეობის გრაფიკი შედგენილია სემესტრზე, შეთანხმებულია სასწავლო ნაწილთან და დამტკიცებულია სკოლის დირექტორის მიერ.
1.52 საერთო კრება, პედაგოგიური საბჭოსა და საგნობროვი კათედრების სხდომა, როგორც წესი, გრძელდება არაუმეტეს სამი საათისა, მშობელთა კრება -- 2-3 საათი, მოსწავლეთა კრება -- 1 საათი, სექციების და წრეების კრება -- 45 წუთიდან საათნახევრამდე.
1.53 უცხო პირების დაშვება გაკვეთილებზე დაშვებულია მხოლოდ დირექტორის ან მისი მოადგილის ნებართვით. გაკვეთილის დაწყების შემდეგ კლსში შესვლის უფლება აქვს მხოლოდ სკოლის დირექტორს ან მის მოადგილეებს.

სკოლის პედაგოგებს და სხვა თანამშრომლებს ეკრძალება

 თვითნებურად შეცვალონ მუშაობის გრაფიკი ან გაკვეთილების ცხრილი.
 Gგააუქმონ, გაახანგრძლივონ ან შეამცირონ გაკვეთილების. ხანგრძლივობა ან შესვენებები მათ შორის.
 დროზე ადრე გაუშვან მოსწავლეები.
 შეაყოვნონ მოსწავლეები ზარის შემდეგ.
 არ დაუშვან დაგვიანებული მოსწავლე გაკვეთილზე სასწავლო ნაწილის გაუფრთხილებლად.
 გააძევოს მოსწავლე გაკვეთილიდან.
 მოწიონ სკოლის შენობაში.
1.54 სკოლის ადმინისტრაცია აღრიცხავს თანამშრომელთა სკოლაში გამოცხადებას და მათ წასვლას.
1.55 ავადმყოფობის გამო გამოუცხადებლობის შემთხვევაში თანამშრომელი ვალდებულია, რაც შეიძლება ადრე აცნობოს ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაციასა და აგრეთვე სამსახურში გამოსვლის პირველივე დღეს წარადგინოს სამედიცინო ცნობა. სკოლის თანამშრომელს ეკრძალება შენობის დატოვება სკოლის დირექტორის ნებართვის გარეშე.
1.56 პედაგოგებს, რომლებმაც დაიწყეს გაკვეთილი დადგენილ დროზე ადრე ან მის შემდეგ, პროპორციულად არ უნაზღაურდებათ დახარჯული დრო. სასწავლო ნაწილი მოითხოვს მასწავლებლისაგან წერილობით ახსნას და მხოლოდ შემდეგ დირექტორის მოადგილე იღებს გადაწყვეტილებას სანქციების შესახებ.
1.57 სასწავლო ნაწილი აწარმოებს სამუშაო საათების აღრიცხვის ტაბელს პედაგოგებზე, სხვა თანამშრომლებზე შესაბამისი სამსახურების უფროსები. ანაზღაურებასთან დაკავშირებით პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართონ უშუალო ხელმძღვანელს. არადამაკმაყოფილებელი პასუხის შემთხვევაში თანამშრომელს აქვს უფლება წერილობით მიმართოს დირექტორს. Dდირექტორი განიხილავს განცხადებას და, არაუგვიანეს შვიდი სამუშაო დღისა, გასცმს პასუხს.

Aარდადეგები

1. არდადეგების დრო, თუ ეს არ ემთხვევა შვებულებას, ის ითვლება სამუშაო დროდ. აღნიშნულ პერიოდში თანამშრომლები შეიძლება მიზიდულ იქნან ადმინისტრაციის მიერ პედაგოგიურ, ორგანიზაციულ და მეთოდურ სამუშაოებზე მათი სასწავლო დატვირთულობის დროის ფარგლებში.
2. არდადეგების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მასწავლებლებმა უნდა წარადგინონ არდადეგებზე სამუშაო გეგმა და არდადაგების დასრულებიდან ერთი კვირის მანძილზე წარადგინონ ანგარიში გაწეულ სამუშაოზე.
3. არდადეგების პერიოდში დამხმარე პერსონალი მიიზიდება სკოლის მომსახურეობის სამუშაოებზე მათთვის დადგენილი დროის ფარგლებში.
4. არდადეგების პერიოდში მასწავლებლებს საკუთარი განცხადების თანახმად და სასწავლო ნაწილთან შეთანხმებით, შეიძლება მიეცეს აუნაზღაურებული შვებულება.

ზეგანაკვეთური საამუშაო
შრომის კოდექსის მე - 17 მუხლის გათვალისწინებულ შემთხვევებში თანამშრომელი ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაოები. ზეგანაკვეთური სამუშაოების პირობები განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ
დასაქმებული უფლებამოსილია, დადგენილი უქმე დღეების ნაცვლად მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები
უქმე დღეებია:
ა) 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
ბ) 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;
გ) 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
დ) 3 მარტი – დედის დღე;
ე) 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
ვ) 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
ზ) სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);
თ) 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
ი) 12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
კ) 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
ლ) 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
მ) 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
ნ) 23 ნოემბერი – გიორგობის დღე.

წახალისება

1. სამუშაოს კეთილსინდისიერად შესრულებისას, ნოვატორობისა და სამსახურში სხვა მიხწევებისას გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი ჯილდო;
გ) საპატიო სიგელით დაჯილდოება.

2. გასული წლის შედეგების შეჯამება და შესრულებული სამუშაოსათვის მასწავლებლის დაჯილდოება ხდება მომავალი წლის დასაწყისში.
3. ფინანსური სასხრების არსებობის შემთხვევაში კალენდარული წლის დასასრულს ხდება თანამშრომლების დაჯილდოება.

P პასუხისმგებლობა შრომითი დისციპლინის დარღვევისათვის.

1. საკუთარი თვითდაჯერებულობა, დაუდევრობა, განზრას მასზე დაკისრებული შრომითი ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯერითი შესრულება, შიდა შრომითი განაწესის შეუსრულებლობა ან სკოლის ლოკალური აქტების შეუსრულებლობა, იწვევს დისციპლინური ზომების გატარებას.
2. შრომითი დისციპლინის დარღვევისათვის სკოლის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, გამოიყენოს შემდეგი დისციპლინური ზომები:
- შენიშვნა;
- საყვედური;
- სასტიკი საყვედური;
- შრომის კოდექსის მე-37,38 მუხლების თანხმად სამსახურიდან დათხოვნა.
Nნებისმიერი დანაშაულისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ერთი სასჯელი. Dდისციპლინარული ზომების მიღების უფლება აქვს მხოლოდ თანამდებობის პირს, რომელსაც გააჩნია უფლება, მიიღოს და გაათავისუფლოს თანამშრომელი (სკოლის დირექტორს)
3. დისციპლინური ზომების გამოყენებამდე აუცილებელია მოითხოვოს ახსნა-განმარტება, წერილობითი ფორმით. ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმა ან სიტყვიერი ფორმით მიცემა ხელს არ უშლის დისციპლინური სასჯელის დაკისრებას.
თანამშრომლის მიერ პროფესიული ქცევის ნორმების დარღვევის გამოკვლევა შეიძლება მოხდეს მხოლოდ მასზე შესაბამისი ფორმით წერილობითი საჩივრის მიღების შემთხვევაში. საჩივრის ასლი უნდა გადაეცეს პედაგოგიურ თანამშრომელს. Dდისციპლინური გამოძიების მსვლელობა, მისი შედეგები შეიძლება გახდეს ცნობილი საზოგადოებისათვის მხოლოდ დაინტერესებული პირის თანხმობით. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა (პედაგოგიური საქმიანობის აკრძალვა, მოსწავლის უფლებების დაცვა).
4. სასჯელის დადება უნდა მოხდეს დარღვევის აღმოჩენიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში, თანამშრომლის ავადმყოფობის და შვებულების დროის გარდა.
სასჯელის დადება აკრძალულია შრომითი დისციპლინის დარღვევიდან ექვსი თვის გავლის შემდეგ.
5. სასჯელი ცხადდება სკოლის ბრძანებით. ბრძანება უნდა შეიცავდეს მითითებას კონკრეტული შრომითი დისციპლინის დარღვევაზე, რისთვისაც ცხადდება აღნიშნული სასჯელი და სასჯელის დაკისრების მოტივი. ბრძანება ხელმოწერით ეცნობება ტანამშრომელს 3 დღის ვადაში.
6. სასჯელის მოქმედების მანძილზე თანამშრომლისადმი არ გამოიყენება წახალისების ზომები.
7. სასჯელი ავტომატურად იხსნება, თუ თანამშრომელი ერთი წლის განმავლობაში არ მიიღებს სხვა სასჯელს. შრომითი კოდექსის ან უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობით სკოლის დირექტორს უფლება აქვს, დროზე ადრე მოხსნას სასჯელი, თუ თანამშრომელმა თავი გამოაჩინა, როგორც კეთილსინდისიელმა მუშაკმა.
საქართველოს შრომითი კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად პედაგოგიური თანამშრომელი, ვის მოვალეობაშიც შედის აღმზრდელობითი ფუნქციების შესრულება, შეიძლება გათავისუფლდეს ამორალური საქციელის ჩადენისათვის, რომელიც შეუთავსებულია შემდგომ სამსახურის გაგრძელებისთვის.
Aამორალურ საქციელად შეიძლება ჩაითვალოს მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა, მოსწავლესთან ერთად სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლური სასმელების დალევა, საზოგადოებრივი წესრიგისა და მორალის სხვა წესების დარღვევა, რომლშიც არ შეესაბამება პედაგოგის საზოგადოებრივ მდგომარეობას.
პედაგოგი შეიძლება იქნას გათავისეფლებული მოსწავლზე პიროვნებაზე ფიზიკური ან მორალური ძალადობის მეთოდების გამოყენებისათვის. განათლების შესახებ კანონის 56-ე მუხლის მე-4ბ პუნქტით.

ანაზღაურებული შვებულების ხანგრძლივობა და შვებულება ანაზღაურებია შენარჩუნების გარეშე
1. ყოვეწლიური შვებულება გაიცემა თანამშრომლების განცხადების საფუძველზე შედეგნილი და სკოლის დირექტორის მიერ დამტკიცებული შვებულების გრაფიკისა და სკოლის დირექტორის ბრძანების თანახმად.
თანამშრომლების სურვილისა და სკოლის ინტერესების გათვალისწინებით
თანამშრომლების სურვილისა და სკოლის ინტერესების გათვალისწინებით შვებულებების გრაფიკს ამტკიცებს სკოლის დირექტორი 1 აპრილამდე.
2. აუნაზღაურებული შვებულება (ანაზღაურების შენარჩუნების გარეშე) მიეცემა თანამშრომელს ოჯახური პირობების ან სხვა რაიმე საპატიო მიზეზების გამო, განცხადების საფუძველზე, საპატიო მიზეზების აღნიშნული სახის შვებულებისათვის ადგენს სკოლის ადმინისტრაცია.
3. შვებულება ითვლება მიცემულად ბრძანების მოწერის მომენტიდან. ბრძანების ხელის მოწერამდე ან სამსახურში შვრბულებიდან არადროული დაბრუნება ითვლება გაცდენად. აღნიშნულ ფაქტზე თანამშრომელს აწერინებენ ახსნა-განმარტებას, რომელიც არის სასჯელის დაკისრების საფუძველი. ახსნა-განმარტების დაწერაზე უარის განცხადების შემთხვევაში სამდივოს თანამშრომლები ადგენენ აქტს, შემდეგ დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ აქტზე.
4. დათხოვნა ეძლევა თანამშრომელს ადმინისტრაციის მიერ ოჯახური პირობებით ან სხვა საპატიო მიზეზების გათვალისწინებით ჩატარებული არასამუშაო საათების ფარგლებში. სხვა შემთხვევებში ფორმდება უხელფასო შვებულება. დათხოვნების კონტროლი ევალება დირექტორის მოადგილეს სასწავლო დარგში.

თანამშრომლების მატერიალური პასუხისმგებლობა

1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თანამშრომელს აკისრია მატერიალური პასუხისმგებლობა სკოლისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში.
2. შრომითი კოდექსის თანახმად, თანამშრომელს აკისრია სრული მატერიალური პასუხისმგებლობა. დირექტორი ადგენს იმ თანამდებობათა ჩამონათვალს, რომელთა დაკავეისას პირებთან ფორმდება ხელშეკრულება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ.
3. ზიანის ანაზღაურება ხდება სკოლის ადმინისტრაციის განკარგულების თანახმად არა უგვიანეს ორი კვირისა ზარალის აღმოჩენის დღიდან და მიმართავენ აღსრულებას შეტყობინებიდან 7 დღის შემდეგ (თუ ზარალი არ აღემატება საშუალო ხელფასს) სხვა დანარჩენ შემთხვევაში ადმინისტრაციამ უნდა მიმართოს ადმინისტრაციული სარჩელით შესაბამის სასამართლოს.


ანაზღაურების გაცემის დრო და ადგოლი
1. შრომის ანაზღაურების ფორმა და რაოდენობა განისაზრვრება შრომითი ხელშეკრულებით და საშტატო განრიგით.
2. ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ არაუგვიანეს ნაშრომი თვის შემდგომი თვის 10 რიცხვისა.
3. ხელფასი გაეცემა როგორც ბანკომატში, ასევე მომსახურე ბანკში.


14. შრომის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფა
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია:
• უზრუნველყოს სკოლის თანამშრომლები ჯანსაღი და უსაფრთხო შრომის პირობებით.
• უზრუნველყოს სკოლის თანამშრომლების და მოსწავლეების შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური მომსახურეობა.
• უზრუნველყოს თანამშრომლებისა და სკოლის მოსწავლეების შრომისა და დასვენების რეჟიმი, დადგენილი შრომის და განათლების კანონმდებლობებით.
• ჩაატაროს სწავლებები, ინსტრუქტაჟები სკოლის თანამშრომლებისათვის და შეამოწმოს მათი ცოდნა შრომის დაცვის ნორმების, ინსტრუქციების, და წესდებების შესაბამისად.
• Aავარიულ და საგანგებო სიტუაციების წარმოქმნისას Uუზრუნველყოს აუცილებელი ზომები სკოლის თანამშრომლებისა და მოსწავლეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, მათ შორის დაზარალებულებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
• Aაწარმოოს შრომის პირობების მიხედვით სამუშაო ადგილის ატესტაცია. ატესტაციის შედეგებიდან გამომდინარე, შეიმუშაოს ღონისძიებები შრომის დაცვისა და შრომის პირობების გასაუმჯობესებლად, ტრავმისა და პროფესიული დაავადების პროფილაქტიკისათვის.
• უზრუნველყოს სახელმწიფო კონტროლისა და მეთვალყურეობის ორგანოების წარმომადგენლების შეუფერხებელი დაშვება, შრომის მდგომარეობის, შრომის დაცვის კანონმდებლობის შესრულებისა და შრომის პირობების შესამოწმებლად, აგრეთვე უბედური შემთხვევების და პროფესიული დაავადებების გამოსაძიებლად.

Mმოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სკოლის თანამშრომელი ვალდებულია:
• დაიცვას შრომითი დისციპლინა, დროულად და ზუსტად შეასრულოს ადმინისტრაციის განკარგულებები, იზრუნოს სკოლის ქონებაზე.
• დაიცვას შრომის დაცვის მოთხოვნები.
• გაიაროს სწავლება უსაფრთხო მეთოდებით და ხერხებით სამუშაოს შესრულების, შრომის დაცვის ინსტრუქტაჟი, სტაჟირება სამუშაო ადგილზე, შრომის დაცვის მოთხოვნების ცოდნის შემოწმება
• დაუყოვნებლივ შეატყობინოს უშუალო ან ზემდგომ ხელმძღვანელს:
ა) ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯამრთელობას
ბ) სკოლაში მომხდარი ყველა უბედურ შემთხვევა, ან საკუთთარი მდგომარეობის გაუარესება.
• Aაუცილებლად გაიაროს სავალდებულო (სამსახურში მიღების დროს) და პერიოდული (შრომითი საქმიანობის მსვლელობისას) სამედიცინო დათვალიერება (გამოკვლევა).


თავი V.
15. სკოლის ფინანსები და სამეურვო მოღვაწეობა

1. სკოლის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის გაცემით, მოსწავლეთა მშობლების მიერ დაწესებული სწავლის გადასახადით.
2. სკოლას უფლება აქვს, მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები შემოწირულობის სახით, მიიღოს შემოსავალი ეკონომიური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები, კანონმდებლობის შესაბამისად, ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებსა და ფუნქციების განხორციელებას.
3. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება სკოლის ბიუჯეტში.
4. სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს მოწვეული დამოუკიდებლი აუდიტორი.

სკოლა უფლებამოსილია, ბავშვების მშობლებიდან და სხვა ფიზიკური პირებიდან მიიღოს ქონებრივი შემოწირულობები და შემონატანები.
სკოლა ფლობს, სარგებლობს და განაგებს მასზე მიმაგრებული ქონებას თავისი დანიშნულებიდან და სკოლის საქმიანობის საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე.
დირექტორი პასუხისმგებელია სკოლაზე მიმაგრებული ქონების შენახვასა და ეფექტურ გამოყენებაზე.
სკოლის ქონება არის განუყოფელი და არ შეიძლება გადანაწილდეს შენატანის (პაის, წილების) მიხედვით, მათ შორის სკოლის თანამშრომლების შორის.
სკოლა აწარმოებს სამუშაოებს და უწევს მომსახურეობას საწარმოებს, ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს ხელშეკრულებების საფუძველზე. სკოლა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას ხელშეკრულებების დადებასან დაკავშირებით ვალდებულებებისა და სხვა პირობების დადგენისას, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და სკოლის წესდებას.
სკოლაში აკრძალულია ფულადი სახსრების შეკრება.
სკოლა ვალდებულია:
უზრუნველყოს საბიუჯეტო წესით მიღებული ფინანსური სახსრების მიზნობრივი ხარჯვა.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პასუხი აგოს სახელშეკრულებო, საარენდო, საგადასახადო ვალდებულებების დარღვევაზე.
აწარმოოს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ოპერატიული და საბუღალტრო აღრიცხვა მოქმედი კანონმდებლობით და სამართლებრივ-ნორმატიული აქტებით დადგენილ ვადებში.

თავი VI
სკოლის საქმიანობის რეგლამენტაცია
სკოლის საქმიანობა რეგლამენტირებულია საქართველოს კანონმდებლობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნორმატიული აქტებით და აგრეთვე შემდეგი ლოკალური აქტებით:
• სკოლის დირექტორის ბრძანებებითა და განკარგულებებით;
• სკოლის შინაგანაწესით (დამტკიცებული პედაგოგიურ საბჭოზე);
• პედაგოგიურ საბჭოზე დამტკიცებული მოსწავლის ქცევის წესებით;
• დებულებით დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურეობის შესახებ;
• შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი წესებით;
• სკოლის პედაგოგიური საბჭოს დებულებით;
• საგნობრივი კათედრების დებულებით;
• მშობელთა კომიტეტის დებულებით;
• მასწავლებლის მატერიაულ სტიმულირების და სახელფასო დანამატების დებულებით;
• სასკოლო საგნობრივი კონკურსების, ოლიმპიადის დებულებით;
• სასწავლო კაბინეტის დებულებით;
• სასწავლო კაბინეტების, სახელოსნოების შემოწმების დებულებით;
• მოსწავლის შეფასების სისტემის, ფორმის, წესის, პერიოდული და შუალედური ატესტაციის დებულებით;


შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა
შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია შრომითი კოლექტივის საერთო კრებაზე და მტკიცდება დირექტორის მიერ.

შინაგანაწესის ძალაში შესვლა და საჯაროობა

შინაგანაწესის ძალაში შედის დირექტორის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ. საჯაროობის მიზნით იგი გამოიკვრება სამასწავლებლოში, დირექტორის მოადგილეებთან, მისაღებსა და სკოლის ვებგვერდზე.

 

TOP.GE