Get Adobe Flash player

სკოლის მისია

სკოლის ძირითადი მისია მდგომარეობს განათლების სფეროში სახელმწიფო იდეოლოგიის რეალიზაციაში, სამსაფეხურიანი (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) განათლების პროგრამით, განათლების შესახებ კანონისა და ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად.

მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მქონე თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა.

მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ  კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა.

საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე, მისი განვითარების პროცესი და მის მიერ მიღწეული შედეგი. შედეგზე ორიენტირება გულისხმობს მოსწავლისთვის მიწოდებული ინფორმაციის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას.

აქედან გამომდინარე სკოლის მისიის ძირითადი ამოცანაა:

1. სკოლის არსებობის პერიოდში შექმნილი სასწავლო-აღმზრდელობითი გარემოს სრულყოფა-შენარჩუნება.

2. დამატებითი სახელმძღვანელოების, მეთოდური ლიტერატურის, ინოვაციური პედაგოგიკისა, და ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვით პროგრამული მასალის გაფართოება და მოსწავლეების უზრუნველყოფა ხარისხიანი განათლებით.

3. მრავალფეროვანი სოციუმისა და სხვადასხვა სოციალური ფენის მოსწავლეთა წარმომადგენლების პირობებში ადაპტირებული სკოლის პრინციპებისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულება.

 

ძირითადი პრინციპები: 

მაღალი აკადემიური დონე.

მოსწავლეებისადმი ყურადღებიანი და მგრძნობიარე დამოკიდებულება მოთხოვნილებათა მკაფიო სისტემის პირობებში.

სასწავლო პროცესის მონაწილეთა (მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები) ფსიქოლოგიური კომფორტი.

 

ჩვენ მზად ვართ მივცეთ ყველა მოსწავლეს შემდეგი შესაძლებლობები:

- მიიღოს მაღალი დონის განათლება.

- მიზნების დასახვის და მათი მიღწევის უნარი სწავლასა და სოციალურ აქტივობებში.

- ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად ცოდნის, როგორც  მნიშნელოვანი რესურსის გამოყენება.

- საკუთარი ინდივიდუალურობის, ნიჭისა და ხელოვნებითი შემოქმედების გამოვლენა.

- იქონიოს ღირსეული ერთი წრე კეთილგანწყობილ გარემოში.

- საერთო მიზანზე გათვლილი თანამშრომლობა.

- მნიშნელოვან სასწავლო და სოციალურ პროექტებში მონაწილეობა.

- თავისუფალი დროის საინტერესოდ ორგანიზება.

- შეისწავლოს ურთიერთობა თანამედროვე სამყაროში კულტურისა და ინფორმაციის მრავალფეროვნების  შესახებ.

- უზრუნველყოს  ფსიქოლოგიური კომფორტი, პირადი უსაფრთხოება, სასკოლო ცხოვრების წესის დაცვა.

 

ძებნა

სამინისტროს სიახლეები


Warning: Creating default object from empty value in /data/www/schoolintellect.com/ge.schoolintellect.com/site/modules/mod_continuous_rss_scrolling/helper.php on line 54

შესვლა

 

TOP.GE