Get Adobe Flash player

წესდება

I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. სკოლის  სტატუსი

1.  შპს. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ინტელექტი (შემდგომში სკოლა) არის  საქართველოს  განათლებისა  და მეცნიერების  სამინისტროს  მიერ  დაფუძნებული  კერძო  სამართლის იურიდიული პირი  (საქართველოს კანონი  ზოგადი  განათლების  შესახებ  მუხლი  26.  პუნქტი 61).

ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულების  სტატუსის  მოპოვების  მიზნით  აფუძნებს  კერძო  სამართლის  არასამეწარმეო  (არაკომერციული  იურიდიული პირს 21.07 2010 წლის #3530 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდანრომელიც ამ დანართის შესაბამისად დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნელყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.

 2. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ წესდებით.

 3.  დასახულ მიზნებსა და დაკისრებულ ფუნქციებს სკოლა ახორციელებს სპეციალური უფლება უნარიანობის ფარგლებში. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს , დებს გარიგებებს და გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

 

 მუხლი 2.  მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

სკოლის მიზანია :

) ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის საჭირო პირობების შექმნა.

) მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების  განვითარება, აუცილებელი ცოდნით  უზრუნველყფა, ცხოვრების ჯანსაღი წესების დმკვიდრება, მოსწავლეთა ლიბერალურ დემოკრატიულ ღირებულებებზე  დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოსა  და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება მოვალეობის გაცნობიერებაში ხელშეწყობა.

    სკოლის ამოცანაა საქართველოს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწალო გეგმის შესწავლა და დანერგვა. სკოლის პროგრამის შედგენა იმ საუკეთესო გამოცდილებით, რაც დღეისათვის  არსებობს საგანმანათლებლო სივრცეში. ჯეროვანი ყურადღება დაეთმობა  უცხო ენების შესწავლას.


II. სკოლის სტრუქტურა და მართვა

მუხლი 3. სკოლის სტრუქტურა

  სკოლის სტრუქტურა მოიცავს საზოგადოების პარტნიორთა კრება, დირექტორს, პედაგოგიურ  საბჭოს,, სკოლის ადმინისტრაციას,მშობელთა კომიტეტი, ეთკის მოსწავლეთა  თვითმმართველობა.

 

მუხლი 4. საზოგადოების პარტნიორთა კრება;

1.საზოგადოების უმაღლესი მმართველთა ორგანოა პარტნიორთა კრება;

2.პარტნიორთა რიგითი კრება ტარდება წელიწადში ერთხელ სამეურნეო წლის დასრულებიდან ორი თვის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას წლიური შედეგების  შესახებ;

3. კრება დაუყონებლივ უნდა იქნეს მოწვეული, თუ წლიური ბალანსიდან ირკვევა, რომ საზოგადოებამ შეიძლება დაკარგოს კაპიტალის არანაკლებ ნახევარი;

4 რიგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვს:

)         Dდირექტორს; დირექტორი ვალდებულია მოიწვიოს საზოგადოების რიგარეშე კრება,თუ ამას მოითხოვს საზოგადოების ინტერესები;

)         Pპარტნიორს საზოგადოების პარტნიორთა წესდებით დადგენილი წესით.


მუხლი 5.  სკოლის  დირექცია

    1. სკოლის  დირექცია  შედგება  სკოლის  დირექტორისმისი  მოადგილისა    და  ბუღალტერისაგან.

 

მუხლი 6.  სკოლის  დირექტორი

    1. სკოლის   დირექტორი

ახორციელებს  სკოლის  მართვას;

წარმოადგენს   სკოლას  მესამე   პირებთან   ურთიერთობებში;

პედაგოგიურ საბჭოს განსახილველად  წარუდგენს  სკოლის  შინაგანაწესს, სკოლის  ბიუჯეტს;

შეიმუშავებს   საშტატო  განრიგს;

)   მონაწილეობს  პედაგოგიური   საბჭოს   მიერ    სასწავლო  გეგმის  შემუშავებაში;

)   უზრუნველყოფს  პედაგოგებთან  ხელშეკრულების   დადებასა  და  შესრულებას,   დებს  ხელშეკრულებას   სკოლის  ტექნიკურ  თანამშრომლებთან;

უფლებამოსილია  ვადამდე   შეწყვიტოს  ხელშეკრულება    მასწავლებლებთან  ხელშეკრულების   პირობების  დარღვევის,    სააღმზრდელო  საქმიანობისთვის  შეუფერებელი  ქმედების    ჩადენისა  ან  კანონმდებლობით  გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის  დადასტურებას;

უფლებამოსილია   დადოს  გარიგებები;

)   განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;

)   ზედამხედველობს  დაწესებულების სასწავლო აღმზრდელობით პროცესს;

გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.

 

     2. სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს:

)ზოგადი და განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი  ნორმატიული აქტების შესრულებასა და საამზრდელო პროცესზე.

) სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების და ფინანსების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე, სკოლის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზის მოვლა-პატრონობაზე  და რაციონალურად გამოყენებაზე.

) სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

 

მუხლი 7.  პედაგოგიური საბჭო

1.         პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მასწავლებელთა თვითმმართვლობის ორგანო, რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი;

2.         პედაგოგიური საბჭოს ხელძღვანელობს პედაგოგიური საბჭოს თავჯდომარე, რომელიც 3 წლის ვადით აირჩევა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭო თავჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს;

3.         პედაგოგიური საბჭოს წევრების ერთ მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა

4.         საბჭოს ხდომას ოფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი;

5.         პედაგოგიურ საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების მესამედისა;

6.         საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე;

7.         პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულები არიან მის წინაშე.

 

მუხლი 8. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები

  პედაგოგიური საბჭო:

) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს;

) სკოლის დირექტორთან შეთანხმებით საფეხურის და საგნების შესაბამისად ამტკიცებს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული სასწავლო  წლის განმავლობაში გამოყენებული სახელმძღვანელოების ნუსხას;

) ირჩევს  თავის  წარმომადგენელს დიციპლინარულ კომიტეტში;

 

    მუხლი 9.  მოსწავლეთა თვითმართველობა

1. მოსწავლეთა თვითმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო,

რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს;

2.  საშუალო საფეხურის მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმართველობებს;

3. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით შემდეგი წესით:

საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანებს 1 თვის ვადაში;

) მოსწავლეთა თვითმმართველობის  არჩევნების ჩატარების თარიღს ნიშნავს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე

საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს შესაბამისად საბაზო და საშაუალო საფეხურის ყველა მოსწავლეს;

საშუალო საფეხურების თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს ერთ კანდიდატს შესაბამისად საბაზო  და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობაში გამარჯვებულად ითვლება მოსწავლე, რომელიც შესაბამის კლასში მეტ ხმას მოიპოვებს;

4. მოსწავლეთა თვითმმართველობას  ხელმძღვანელობს თვითმმართველობის მიერ არჩეული თავმჯდომარე;

5. მოსწავლეთა თვითმმართველობა:

) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;

) უფლებამოსილია პედაგოგიურ საბჭოს  წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის მოპოვებულ გრანტებთან დაკავშირები.

 

 მუხლი 10.  მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა უფლებები და თავისუფლებები

1.         მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა უფლებები და თავისუფლებები განისაზღვრება, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონით;

2.         მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს უფლება აქვთ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება;

3.         სკოლა ვალდებულია შექმნას საჩივრების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება;

 

III.  დისციპლინა და საჩივრის განხილვის წესი

მუხლი 11. დისციპლინარული დევნა:

1. დისციპლინარული დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;

2. სკოლის შინაგანაწესი ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს დისციპლინარული გადაცდომების წესსა და მისთვის გათვალისწინებულ დისციპლინარულ სახდელებს;

3. სკოლის შინაგანაწესით შეიძლება გათვალისწინებული იქნას მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევება, სკოლიდან დათხოვნა და სხვა ლისციპლინარული სახდელი;

4. მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტის უფლება აქვს მასწავლებელს;

 

მუხლი 12. ეთიკის კომიტეტი:

1. ეთიკური ნორმების გადაცდომის განხილვის მიზნით პედაგოგიური საბჭო იწევს ეთიკის კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედის პედაგოგი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე;

2. დაუშვებელია ეთიკის კომიტეტის სპეციალური შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნი;

 

მუხლი 13.  ეთიკის კომიტეტი

      1. ეთიკის კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ  საჩივრების განხილვის მიზნით პედაგოგიური  უფლებამოსილია  შექმნას სააპელაციო კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედის პედაგოგი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე;

    2. დაშვებელია  სააპელაციო კომიტეტის სპეციალური შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით;

მუხლი 14. მოსწავლეთა მასწავლებელთა და მშობელთა საჩივრის განხილვა.

    1. კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვაში მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს უფლება აქვს წერილობით საჩივრით მიმართოს სკოლის დირექტორს ორი კვირის განმავლობაში, რაც მისთვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ;

    2. დირექტორი საჩივარს განიხილავს საჩივრის შეტანიდან ორი კვირის ვადაში.

    3. დირექტორის გადაწყვეტილება და მისი ქმედება ან უმოქმედობა შეიძლება გასაჩივრდეს პედაგოგიურ საბჭოში  გადაწყვეტილების გაცნობიდან ორი კვირის ვადაში  პედაგოგიურ საბჭოში ვალდებულია განიხილოს საჩივარი 1 თვის ვადაში;

    4. საჩივარი არ განიხილება, თუ მასში არ არის მითითებული შემდეგი რეკვიზიტები:

  ) გამცხადებლის ვინაობა და მისამართი;

   ) უფლების დარღვევის არსი;

   ) მოთხოვნის არსი;

 

IV.  სკოლის ქონება, დაფინანსება, ანგარიშება და საბუღალტერო აღრიცხვა, სახელმწიფო კონტროლი

  დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განხორციელებულად სკოლას, როგორც კერძო სამართლის იურიდიულ პირს საქართველოს კანონის შესაბამისად და კანონმდებლობის წესით განკარგავს მის მფლობელობაში არსებულ ქონებას

 

მუხლი 16.  სკოლის დაფინანსება:

1.         სკოლის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის გაცემით და მოსწავლის მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) მიერ სწავლების საფასურის გადახდით;

2.         სკოლის კაპიტალური ხარჯების ანაზღაურება ხდება სკოლის ბიუჯეტით;

3.         სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული და სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს სქმიანობა არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და სულიერ განვითარებაზე. მოღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას;

4.         სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.

 

მუხლი 17.   ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა

1.         სკოლა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დაგენილი წესით აწარმოოს საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და ამის შესახებ აცნობოს, მიაწოდოს ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;

2.         სკოლის თანხებს განკარგავს სკოლის დირექტორი პედაგოგიურ საბჭოსთან თან შეთანხმებით;

3.         სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი;

 

მუხლი 18.  სახელმწიფო კონტროლი

1.        სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს    სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს სკოლის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერება, მიზანშეწონილობას, ეფექტიანობასა და საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას;

2.         სკოლა ყოველი წლის არაუგვიანეს 1 მაისისა მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგენს გასული წლის საქმიქნობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის სასწავლო პროცესისა და ფინანსური საქმიანობის შესახებ ახორციელებს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დადგენილი ფორმით.

3.         მაკონტროლებელ  ორგანოს  უფლება  აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია. სკოლა მაკონრტოლებელ ორგანოს ინფორმაცია უნდა წარუდგინოს არაუგვიანეს 15 დღის ვადისა.

 

V. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. სკოლის წესდებაში ცვლილებების შესახებ

მუხლი  19. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1.         სკოლის რეორგანიზაციას და ლიკვიდაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

.         თუ სკოლის საქმიანობა არაკონსტიტუციურია;

.         თუ სკოლა არსებითად გადავიდა სამეწარმეო  საქმიანობაზე   )           საქართველოს კანონდებლობით  გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

2.         სკოლის ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი, ან სკოლის დამფუძნებელთა  ჯგუფი თავიანთი ინიციატივით;

3.         ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის მისი კანონიერი  მფლობელის განკარგულებაში.


 

TOP.GE