Get Adobe Flash player

სამოქმედო გეგმა

 

სამოქმედო პროგრამა 2012-2013 წწ

 

სამოქმედო პროგრამა წარმოადგენს მოკლევადიანი მიზნების მისაღწევად დაგეგმილ მოქმედებების გეგმას,რომელიც სკოლის მისიიდან და სკოლის ექვსწლიანი  სტრატეგიული მიზნებიდან  გამომდინარეობს და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად. გეგმა ითვალისწინებს აქტივობების აღწერას, ახდენს ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის იდენტიფიკაციას და ადგენს მონიტორინგის განხორციელების მექანიზმებს. სამოქმედო გეგმის შესრულების ანალიზი მოხდება სასწავლო წლის ბოლოს, რის საფუძველზეც ცვლილებები და დამატებები შევა სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმაში

 

1.სკოლის საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, სკოლის ორგანიზაციული განვითარება

 

აქტი-ვობები

შინაარსი

შესრულების დრო

ანგარიშგებაზე  პასუხისმგებელი

მონიტორინგი

1

2

3

4

5

1.1

სკოლის წესდების, შინაგანაწესის, სასკოლო სასწავლო გეგმის, სკოლის დებულების, სკოლის პედსაბჭოს, ხარისხის მართვის დებულების, შეფასების აღრიცხვის ფორმების, თანამდებობრივი ინსტრუქციების, მონიტორინგის ფორმების, სკოლის ბიუჯეტის, დღის რეჟიმის, გაკვეთილების ცხრილის, ღონისძიებების კალენდრის შემუშავება.

ივნის-ივლისი

დირექტორი

შემუშავებულია სკოლის წესდება, შინაგანაწესი, სასკოლო სასწავლო გეგმა, სკოლის დებულება, სკოლის პედსაბჭოს ხა-რისხის მართვის დებულე ბა, არსებობს მეცადინეობების ცხრილი, საათობრივი ბადე, შეფასების აღრიცხვის ფორმები, თანამდებობრივი ინსტრუქციები, მონიტორინგის ფორმები

1.2

შენობის ფლობის, ელექტრო, წყალმომარაგების, კომუნიკაციების სისტემებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება

ივნის-ივლისი

დირექტორი

წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რაც ადასტურებს შენობის ფლობის ფაქტს, სააბონენტო ხელშეკრულებები. თელასთან, გაზის მოწოდებაზე, სატელეფონო, ინტერნეტის მომსახურეობაზე.

1.3

სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების კომპონენტის საავტორიზაციო კრიტერიუმებთან შესაბამისობაში მოყვანა

ივნის-ივლისი

დირექტორი

წარმოდგენილია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები, სილაბუსები, ცოდნის შეფასების წესი, სასწავლო პროცესის მართვის დებულება, საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების წესი, სასწავლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების ინსტრუქციები.

1.4

ქართულენოვანი ვებ-გვერდის შექმნა და განთავსება ინგლისურენოვანი ვერსიის გაკეთება. სკოლის გვერდების გახსნა პოპულარულ სოციალურ ქსელებზე-Fაცებოოკ-სა და თწიტტერ-ზე. სკოლის ელექტრონული ჟურნალების გაკეთება მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის, სკოლის საინფორმაციო-სარეკლამო ბუკლეტის, ბანერების დამზადება.

 

ივნის-ივლისი

დირექტორი

არსებობს დომენის ფლობის დოკუმენტაცია. ვებ-გვერდის ნახვა შესაძლებელია ინტერნეტით. ვებ-გვერდი აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს: არსებობს საკონტაქტო და ასევე სტანდარტებთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია (დაწესებულების სტრუქტურა, საგანმანათლებლო პროგრამები, პერსონალი და სხვ.). მითითებულია ვებ-გვერდის შექმნის და განახლების თარიღები, არსებობს ვიზიტორთა მრიცხველი. პერსპექტივაში იგეგმება ინგლისურენოვანი ვერსიის გაკეთება. სკოლის ყველა პედაგოგს, მშობელს და მოსწავლეს ექნებათ სკოლის კორპორატიული ელექტრონული ფოსტა. შემუშავებულია  სკოლის ელექტრონული ფოსტის რეგისტრაციისა და გამოყენების წესი. შემუშავებულია სკოლის ელექტრონული ჟურნალების, სკოლის საინფორმაციო-სარეკლამო ბუკლეტის ფორმები და ესკიზები.

1.5

მასწავლებლებთან და თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება

სექტემბერი

 

 

1.6

პედაგოგთა შორის საათების განაწილება.

სექტემბერი

მოადგილე სასწავლო  დარგში

 

1.7

სკოლის მატერიალური ბაზის აღწერა, გადაბარება და შესაბამისი აქტის გაფორმება.

აგვისტო სექტემბერი

ბუღალტერი

 

1.8

სკოლის ინვენტარის აღწერა და შესაბამისი დოკუ-

მენტების შედგენა.

ნოემბერი

ბუღალტერი

 

1.9

შიდა  თვითშეფასების  ჩატარება

ნოემბერი

კოორდინატორი

ხარისხის მართვის სამსახურის დასკვნა ავტორიზაციისათვის მზადობის  თაობაზე და შევსებული კითხვარი

1.10

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ავტორიზაციის განაცხადის წარდგენა და ავტორიზაციის გავლა

დეკემბერი

დირექტორი კოორდინატორი

არსებობს განაცხადის ასლი, შესაბამისი საფასურის  გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

1.11

ცვლილებების შეტანა  სამოქმედო გეგმაში, ავტორიზაციის შედეგებიდან გამომდინარე, რაც  ითვალისიწნებს სტრატეგიული გეგმით ფორმულირებული მიზნების უფრო ფართო სპექტრის განხილვას

იანვარი

დირექტორი კოორდინატორი

 

1.12.

სასკოლო გეგმის შემუშავება, განხილვა- დამტკიცება

სექტემბერი

ადმინისტრაცია

 

1.13.

სასკოლო კურიკულუმის (სახელმძღვანელოები, პროგრამები, თემატურ - კალენდარული გეგმები, შეფასების სისტემა) დამტკიცება

სექტემბერი

ადმინისტრაცია

 

1.14.

სტრატეგიული გეგმის განხილვა - დამტკიცება

სექტემბერი

ადმინისტრაცია

 

1.15.

სკოლასთან დაკავშირებული საქმიანობის აღრიცხვისა და ორგანიზების მიზნით, სკოლის ყველა თანამდებობის პირისათვის (ადმინისტრაციის წევრები, პედაგოგები, კოორდინატორები) ე. წ. ,,პორტფოლიო”-ს ნიმუშების შემუშავება, ტრენინგების ჩატარება.

სექტემბერი

ადმინისტრაცია კათედრები

 

 

 

 

2. სწავლა - სწავლების ხარისხის ამაღლება:

2.

სასწავლო პროცესის დაგეგმვა და განხორციელება

სასწავლო წლის 

დასაწყისში

დირექტორი

 

2.1.

ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა და მისი განხორციელების ხარისხის შეფასება. სკოლის თვითშეფასებისა და მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება.

სასწავლო წლის  

დასაწყისში

ადმინისტრაცია

სკოლის სასწავლო გეგმა შემუშავებულია ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საფუძველზე თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, მიზნების, მიდრეკილებების გათვალისწინებით.

2.2.

სასკოლო სასწავლო გეგმის ორიენტირების განსაზღვრა, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების  შესაბამისად.

 

სასწავლო წლის 

დასაწყისში

ადმინისტრაცია

ორიენტაცია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში აღწერილ იდეალებზე; ორიენტაცია შედეგზე და შედეგების დემონსტრირებაზე; ორიენტაცია სასწავლო პროცესის ერთიანობაზე; ორიენტაცია თითოეულ მოსწავლეზე; ორიენტაცია მასწავლებლების პროფესიონალიზმზე; ორიენტაცია რესურსების ეფექტურ გამოყენებაზე; ორიენტაცია სწავლების მეთოდოლოგიის მრავალფეროვნებაზე.

2.3.

საგნობრივი კათედრების ფუნქციების გაძლიერება სამუშაო გეგმების შემუშავება და დამტკიცება, კათედრის გამგეების არჩევნების ჩატარება. კათედრების დებულების შემუშავება და დამტკიცება.

სასწავლო წლის 

დასაწყისში

ადმინისტრაცია

 

2.4.

სადამრიგებლო  პროგრამის, დებულების შემუშავება და დამტკიცება, დამრიგებლების გზამკვლევის მომზადება, დამრიგებლების დანიშვნა

სასწავლო წლის 

დასაწყისში

ადმინისტრაცია

 

2.5.

მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლა,

მოსწავლის განვითარების დინამიკის დადგენა, რეიტინგის განსაზღვრა და თანმდევი დამატებითი სამუშაოების განხორციელება

სასწავლო წლის 

დასაწყისში

ადმინისტრაცია

 

2.6.

შიდა სასკოლო, რესპუბლიკური და საერთაშორისო პროექტების დანერგვა და მართვა. ეროვნულ  სასწავლო  ოლიმპიადებში მონაწილეობა, საოლიმპიადო ჯგუფების დაკომპლექტება სხვადასხვა საგნებში, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება მოსწავლეთა ოლიმპიადებსა და კონკურსებში მონაწილეობა.

სასწავლო წლის 

განმავლობაში

ადმინისტრაცია

საგნობრივი კათედ-

რები

 

2.7.

კლუბური და წრეობრივი მუშაობის დანერგვა და მართვა.მონიტორინგი

სასწავლო წლის 

განმავლობაში

 მოადგილე აღმზრდელობით დარგში

 

2.8.

 სპორტის  პრიორიტეტული სახეობების არრჩევა  და სათანადო ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის  განვითარება.

სასწავლო წლის 

დასაწყისში

ადმინისტრაცია

 

2.9.

  • სწავლებისა და აღზრდის საქმეში მასტიმულირებელი ბერკეტების მოძიება და გამოყენება ,მოტივაციის გაზრდა ფინანსური და წახალისების სხვადასხვა ფორმებით.; ეროვნულ  სასწავლო ოლიმპიადებში;  სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებსა  და  სხვადასხვა პროექტებში  გამარჯვებულ  პედაგოგთა  და  მოსწავლეთა  პრემირება.სერტიფიცირებული მასწავლებლების ფინანსური წახალისება, სხვადასხვა ნომინაციების კონკურსების   დებულების შემუშავება.

სასწავლო წლის 

განმავლობაში

ადმინისტრაცია

 

3.სკოლის მმართველობაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრება:

3.

სკოლის დემოკრატიზაცია

დემოკრატიული მართვის პრინციპების დამკვიდრება,

მმართველობის სწორი და ეფექტური დელეგირება.

სკოლის საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტი-ლებების მიღების პროცესში. ფუნქციების გადანაწილება  გუნდური პასუხისმგებლობის უზრუნველყოფისათვის.

 

სასწავლო წლის 

განმავლობაში

ადმინისტრაცია

 

 

3.1.

მოსწავლეთა და მშობელთა თვითმმართველობების შექმნა. დებულების მომზადება,პროცედურის წესების შემუშავება.

 

სექტემბერი

ადმინისტრაცია

მომზადებულია მოსწავლეთა და მშობელთა თვითმმართველო-ბების ასარჩევად შესაბამისი დოკუმენტები,პროცედურის წესები,დებულება.

 

 3.2.

მოსწავლეთა პარლამენტისა  და მშობელთა სათათბიროს შექმნა,დებულებების მომზადება,

სამოქმედო გეგმის შემუშავება.

მოსწავლეთა საქმეთა ცენტრი.უფროსკლასელთა კურატორობის ინსტიტუტი. პერსპექტივაში კურსდამთავრებულთა კლუბის შექმნა.

სექტემბერი

ოქტომბერი

ადმინისტრაცია

თვითმმართველობა

შექმნილია მოსწავლეთა საქმეთა ცენტრი და უფროსკლასელთა კურატორობის ინსტიტუტი-დაწყებითი კლასის ყოველ მოსწავლეს ჰყავს უფროსი მეგობარი,რომელიც მეურვეობს მას და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება პრობლემების დაძლევა-ში.

 

3.3.

სკოლაში  მზრუნველთა საბჭოს შექმნა,რომელიც უხელმძღვანელებს სკოლის განვითარებას,

ასევე,შეიმუშავებს ინიციატივების,რეკომენდაციების, შენიშვნების სისტემას სკოლის მომავალი განვითარების უზრუნველსაყოფად.

სექტემბერი

ადმინისტრაცია

 

3.4.

სკოლაში ენდაუმენტ (მიზნობრივი კაპიტალის) ფონდის შექმნა.

სექტემბერი

ადმინისტრაცია

 

3.5.

კურსდამთავრებულთა კლუბის შექმნა,დებულების

შემუშავება და არჩევნების ჩატარება

2013 წლის ივნისი

ადმინისტრაცია

თვითმმართველობა

 

 

                                                           4.ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და სკოლის კომპიუტერიზაცია

 

4.

კომპიუტერულ კლასში, სამასწავლებლოში,ბიბლიოთეკაშ ქსელის მონტაჟი, შიდა ქსელის გამართვა, ინტერნეტში ჩართვა 24 საათიან რეჟიმში სკოლის საკანცელარიო და საბუღალტრო საქმის პროგრამული უზრუნველყოფა

 

  2012 წლის აგვისტო

 

ადმინისტრა-ცია

საინფორმა-ციო მენეჯე-რი

არსებობს ხელშეკრულება ქსელის მონტაჟსა და მომსახურეობაზე, არსებობს ქსელის სქემა, არსებობს ინტერნეტ პროვაიდერთან დადებული ხელშეკრულება, საქმისწარმოება განხორცი-ელდება  სათანადო კომპიუტე-რული პროგრამით.სკოლას აქვს კომპიუტერული კლასი,24 საათიანი ინტერნეტი სამი ქსე-ლით,შესაბამისი ინვენტარით.

4.1.

საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის დახვეწა და განვითარება.

 

სასწავლო წლის

განმავლობაში

ადმინისტრა-ცია

საინფორმა-ციო მენეჯე-რი

 

4.2.

სკოლის ქართულენოვანი ვებ-გვერდის შექმნა და განთავსება.ინგლისურენოვანი ვერსიის გაკეთება.სკოლის გვერდების გახსნა პოპულარულ სოციალურ ქსელებზე-Fაცებოოკ-სა და თწიტტერ-ზე.სკოლის ელექტრონული ჟურნალების გაკეთება მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის,სკოლის საინფორმაციო-სარეკლამო ბუკლეტის,ბანერების დამზადება.სკოლის ვებგვერდის  სისტემატური   განახლება;

 

ივლისი

დირექტორი,

საზოგადო

ებასთან ურთიერთო-ბისა და საინფორმა-ციო ტექნოლო-გიების  სამსახური

არსებობს დომეინის ფლობის დოკუმენტაცია. ვებ-გვერდის ნახვა შესაძლებელია ინტერნეტით. ვებ-გვერდი აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს: არსებობს საკონტაქტო და ასევე სტანდარტებთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია (დაწესებულების სტრუქტურა, საგანმანათლებლო პროგრამები, პერსონალი და სხვ.). მითითებულია ვებ-გვერდის შექმნის და განახლების თარიღები, არსებობს ვიზიტორთა მრიცხველი.პერსპექტივაში იგეგმება ინგლი-სურენოვანი ვერსიის გაკეთება.სკოლის ყველა პედაგოგს,მშობელს და მოსწავლეს ექნებათ სკოლის კორპორატიული ელექტრონული ფოსტა.შემუშავებულია  სკოლის ელექტრო-ნული ფოსტის რეგისტრაციისა და გამოყენების წესი.შემუშავებულია სკოლის ელექტრონული ჟურნალების, სკოლის საინფორმაციო-სარეკლამო ბუკლეტის ფორმები და ესკიზები.

 

4.3.

მასწავლებლების ვებ-გვერდების,ელექტრონული

ჟურნალების,დღიურების შექმნა,რომელთა მეშვეობითაც ყველა მშობელს და დაინტერესებულ პირს მიეცემა საშუალება,თვალყური ადევნოს სკოლაში მიმდინარე პროცესებს და საკუთარი  შვილის სკოლაში დასწრებასა და აკადემიურ მოსწრებას.

 

სექტემბერი

ადმინისტრა-

ცია

თვითმმარ-

თველობა

საინფორმა

ციო მენეჯერი

მასწავლებლების ვებ-გვერდების შქმნა,ელექტრონული ფოსტის ეფექტური გამოყენება მშობლემისა და მოსწავლეების ინფორმირებისათვის,სასარგებლოსასწავლო რესურსების,საგნის სილაბუსების,წესების და პროცედურების,საშინაო დავალებების,მიმართვების და კომენტარების,წერილების მიწოდებისათვის

4.4.

სასწავლო-სამეცნიერო,მეთოდური ,მხატვრული ლიტერატურის,ელექტრონული წიგნების აუდიო და ვიდეო მასალების,შესაბამისი ინტერნეტ რესურსების

ჩატვირთვა სკოლის ყველა კომპიუტერში.

ერთიანი კორპორატიული ელექტრონული პორტალის შექმნა სკოლის თანამშრომლებისათვის, მშობლებისა და მოსწავლეებისათვის.

სექტემბერი

ადმინისტრა-ცია

 

4.5.

სკოლის მონაცემთა ბაზის, მოსწავლეთა და მასწავლებელთა პირადი საქმეების ელექტრონულ ფორმატში ორგანიზება.

სექტემბერი

ადმინისტრა-ცია

 

4.6.

სასწავლო პროცესის ინფორმატიზაცია

სექტემბერი

საინფორმა-ციო მენეჯერი

 

4.7

სკოლასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ინფორმაციის ელექტრონული ვერსიების შექმნა და დაარქივება.

 

სასწავლო წლის

განმავლობაში

საინფორმა-ციო მენეჯერი

 

4.8

ფინანსური არქივის კომპიუტერიზაცია.

თვიური, კვარტალური და წლიური ბალანსის ელექტრონული ვერსიების შექმნა.

 

სასწავლო წლის

განმავლობაში

საინფორმა-ციო მენეჯერი

 

 

 

 

 

 

 

                                                 5.სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა, განვითარება და აღჭურვა

 

5.

 

შენობის რემონტის და ეზოს კეთილმოწყობის დასრულება.

 

  2012 წლის სექტემბერი

 

ადმინისტრა-ცია

 

 სახეზეა გარემონტებული შენობები

და მოქმედი გათბობის სისტემა,

5.1.

სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება.

მარტივი ტიპის მინი ფეხბურთის,

ფრენბურთის,ბადმინტონის, ქვიშის საფარიანი სპორტული მოედნების გაკეთება,სპორტული ინვენტარის შეძენა.

სექტემბერი

ადმინისტრა-ცია

 

მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა,

მარტივი ტიპის სპორტული მოედნების გაკეთება.შეძენილია სპორტული

ინვენტარი:მაგიდის ჩოგბურთის

მაგიდა,ბადმინტონის 2 კომპლექტი,

ბაგირი,ფეხბურთის და ფრენბურთის

ბადეები, ბურთები,ლეიბები,რგოლები

,ტანვარჟიშის ბურთები,ჩოგბურთის რაკეტები,ველოსიპედი,ჭადრაკის

 დაფები და სხვა.

5.2.

საზაფხულო კაფეს,წიგნების მაღაზიის,საგამოფენო დარბაზის გაკეთება და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა.

სექტემბერი

ადმინისტრა-ცია

 

მიმდინარეობს საზაფხულო კაფეს,

წიგნების მაღაზიის,საგამოფენო

დარბაზის კეთილმოწყობა.

5.3.

 

 ქიმია - ფიზიკა - ბიოლოგიისათვის უახლესი ტექნიკითა და მასალებით აღჭურვილი  ლაბორატორიების შეძენა; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების უკეთ შესწავლის მიზნით ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენება

 

2012 წლის

სექტემბერი

ადმინისტრა-ცია

 

 

5.4.

სკოლის ბიბლიოთეკის  დამატებითი ინფრასტრუქ-ტურის შექმნა

სექტემბერი

ადმინისტრა-ცია

 

 

5.5.

სასკოლო ბიბლიოთეკის მოქმედი სახელმძღვანელოებით და სხვა სასწავლო მასალით უზრუნველყოფა

სექტემბერი

ადმინისტრა-ცია

 

 

5.6.

ელექტრონული ბიბლიოთეკის კონცეფციის განვითარება

სექტემბერი

ადმინისტრა-ცია

 

 

5.7.

თანამედროვე ტიპის ელექტრონული ბიბლიოთეკის მოწყობა და აღჭურვა.

სექტემბერი

ადმინისტრა-ცია

 

 

5.8.

სასკოლო სასადილოს მოწყობა ,

სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა,ინვენტარით აღჭურვა.

 

სექტემბერი

ადმინისტრა-ცია

 

 

5.9.

აუთსორსინგის მექანიზმით მოსწავლეთა კვების უზრუნველყოფის გადაცემა კერძო კომპანიისთვის,

კონკურსის გამოცხადება.

აგვისტო

სექტემბერი

ადმინისტრა-ცია

 

 

   

                                    6.სკოლის აღჭურვა სასწავლო რესურსებითა და სწავლების ხელშემწყობი

                                                                  სხვა საშუალებებით.

6.

 

ინფორმატიკის კაბინეტის მოწყობა და კომპიუტერებით და სხვა ტექნიკური საშუალებებით (ქსეროქსი, პრინტერი, სკანერი, პროექტორი, ტელევიზორი, აუდიო მაგნიტოფონი, დვდ პლეიერი, ლეპტოპი და სხვა) აღჭურვა,

 

  2012 წლის აგვისტო

 

ადმინისტრაცია

 

     

6.1.

ბუნებისმეტყველების და ტექნიკური კაბინეტების მოწყობა;

ივლის-აგვისტო

ადმინისტრაცია

 

 

6.2.

წიგნადი ფონდის შევსება,    

სექტემბერი

ადმინისტრაცია

 

 

6.3.

 

მასწავლებლისათვის მეთოდური და დამხმარე ლიტერატურის შეძენა,

სექტემბერი

ადმინისტრაცია

 

 

6.4.

სკოლის შენობის საოფისე ინვენტარით აღჭურვა,

სექტემბერი

ადმინისტრაცია

 

 

6.5.

სასწავლო ინვენტარის (მერხები, სკამები, დაფები, მასწავლებლის მაგიდები და კარადები და სხვა) შეძენა.

სექტემბერი

ადმინისტრაცია

 

 

6.6.

სასწავლო რესურსების (პლაკატები, ლაბორატორია, ლინგოფონი და სხვა) შეძენა.

 

სექტემბერი

ადმინისტრაცია

 

 

 

                                                                           7.   თვითშეფასების სისტემის ჩამოყალიბება

 

7.

  • *შემაჯამებელიტესტირებებისმონიტორინგი;
  • *შეფასებისკომპონენტებისმონიტორინგი;
  • *სემესტრული და კლასიდან კლასში გადასაყვანიგამოცდებისმონიტორინგი;
  • *სადამრიგებლოპროგრამებისმონიტორინგი;
  • *კათედრების მუშაობის მონიტორინგი;
  • *სტანდარტზევით მუშაობის მონიტორინგი;
  • *კლუბური მუშაობის მონიტორინგი.
  • *მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
  • *სასკოლო პროგრამის მონიტორინგი.

 

 სასწავლო წლის

განმავლობაში

 

დირექტორი,ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

     

7.1.

პედაგოგთა სერტიფიცირების  გამოცდებში მონაწილეობის ხელშეწყობა.

ივლისი

ადმინისტრაცია

 

7.2.

მუდმივი პროფესიული განვითარების ტრენინგების და სემინარების (სწავლების მეთოდიკა, პროფესიული უნარ-ჩვევები, საინფორმაციო ტექნოლოგიები) ორგანიზება   

სასწავლო წლის

განმავლობაში

ადმინისტრაცია

 

7.3.

 

 

ინტენსიური პროფესიული განვითარების ტრენინგები უცხო ენების მასწავლებლებისათვის

სასწავლო წლის

განმავლობაში

ადმინისტრაცია

 

7.4.

მასწავლებელთა ახალი დამხმარე და მეთოდური სახელმძღვანელოებით,ინტერნეტ-რესურსებით  უზრუნველყოფა

სექტემბერი

ადმინისტრაცია

 

7.5.

მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის საფუძველზე მასწავლებლის პასუხისმგებლობის ვალდებულების დოკუმენტის შექმნა და მიღება

სექტემბერი

ადმინისტრაცია

 

7.6.

მოსწავლეთა მაღალი დასწრების  უზრუნველყოფა სკოლაში

მოსწავლის შეფასებისას ერთ-ერთ  სავალდებულო კომპონენტად  დასწრების ქცევა

სექტემბერი

ადმინისტრაცია

 

7.7.

მოსწავლის ქცევის კოდექსის საფუძველზე მოსწავლის პასუხისმგებლობის ვალდებულების დო-

კუმენტის შემუშავება და მიღება.

სექტემბერი

ადმინისტრაცია

 

 

7.8.

მშობლის პასუხისმგებლობის ვალდებულების დოკუმენტის შემუშავება და დამტკიცება.

სექტემბერი

ადმინისტრაცია

 

 

7.9.

სკოლის გადასახადებისა  და გადახდის წესის შესახებ დებულების შემუშავება

სექტემბერი

ადმინისტრაცია

 

 

 

      8. უსაფრთხო და ორგანიზებული გარემოს შექმნა

 

8.

 

სკოლის ტერიტორიის დაცვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა

 

  2012 წლის აგვისტო

 

ადმინისტრაცია

 

 

8.1.

  • სკოლაში მასწავლებლების,მოსწავლეების და
  • მშობლების მორიგეობის ორგანიზება;გრაფიკის გამო-
  • კვრა თვალსაჩინო ადგილზე.

სასწავლო წლის დასაწყისში

ადმინისტრაცია

 

 

8.2.

  • მოსწავლეთა სკოლაში დასწრების მონიტორინგის სისტემის შექმნა;

მშობლებისა და სტუმრების სკოლაში გამოცხადებისა და გადაადგილების ორგანიზება,გზამკვლევის და გრაფიკის შემუშავება.

სასწავლო წლის დასაწყისში

ადმინისტრაცია

 

 

8.3.

 

  • სკოლის აღჭურვასათვალთვალოკამერებით;

სასწავლო წლის დასაწყისში

ადმინისტრაცია

 

 

8.4.

სკოლაში მანდატურის ინსტიტუტის შემოღება მოსწავლეთა რაოდენობიდან გამომდინარე

 

 

 

8.5.

სკოლის 24 საათიანი დაცვით უზრუნველყოფა

სასწავლო წლის

განმავლობაში

ადმინისტრაცია

 

8.6.

მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად პროკურატურის, პოლიციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლების მიერ  ადამიანის უფლებებსა და სხვა სამართლებრივ საკითხებზე შეხვედრების ორგანიზება

სასწავლო წლის

განმავლობაში

ადმინისტრაცია

კლასის დამრიგებ-

ლები

 

8.7.

განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს ორგანიზება.

კიბეებზე პანდუსის მოწყობა.

პირველი სართულის ტუალეტში სახელურების მოწყობა.

ივლისი-აგვისტო

ადმინისტრაცია

 

 

8.8.

სახანძრო სტენდის მოწყობა შენობის ორ სართულზე და საევაკუაციო გეგმის გამოკვრა თვალსაჩინო ადგილებში ყველა სართულზე.

სახანძრო უსაფრთხოების წესების შემუშავება და სკოლის საზოგადოებისათვის გაცნობა

ივლისი-აგვისტო

ადმინისტრაცია

 

 

8.9.

სამედიცინო კუთხის მოწყობა და აღჭურვა შესაბა-

მისი ინვენტარითა და მედიკამენტებით.

ივლისი-აგვისტო

ადმინისტრაცია

 

 

                                                         9.  მშობელთა ჩართულობა სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში

9.

  • ორმხრივი კომუნიკაცია სკოლასა და მშობელს შორის;მშობლებთან ურთიერთობების ფორმების დახვეწა,

 2012 წლის  სექტემბერი

 

დირექტორი,კლასის დამრიგებლები

 

9.1.

  • მშობლის მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობა; მშობელთა სათათბიიროსმუშაობისპრაქტიკისდანერგვა და განვითარება

სექტემბერი

დირექტორი,კლასის დამრიგებლები

 

9.2..

მშობლის საათის,მშობლის დღის ორგანიზებული

პროგრამების დანერგვა და განხორციელება.

სექტემბერი

დირექტორი,კლასის დამრიგებლები

 

9.3.

 

გაკვეთილებზე,გამოცდებზე მშობლების რიგრიგობით მოწვევის ორგანიზაცია,მშობელთა

კრებებზე მშობლების ინდივიდუალური განრიგით  მოწვევა.

სასწავლო წლის

განმავლობაში

დირექტორი,კლასის დამრიგებლები

 

9.4.

თვეში ერთხელ მშობლების მორიგეობა სკო-

ლაში და მათი ინტერესებისა და პროფესიების შესაბამისად სახელობო აქტივობებში ჩართვა

სასწავლო წლის

განმავლობაში

დირექტორი,კლასის დამრიგებლები

 

9.5.

ცხელი ხაზი მშობლებისათვის და სკოლაში შენიშვნებისა და წინადადებებისთვის ყუთის

დადგმა.

სექტემბერი

დირექტორი,კლასის დამრიგებლები

 

9.6.

რთულ მშობლებთან ურთიერთობებისთვის

სპეციალური პროგრამის შემუშავება.

 

სექტემბერი

დირექტორი,კლასის დამრიგებლები

 

9.7.

საზოგადოების დაინტერესებული პირებისათვის ვიზიტის საათების დაწესება სკოლაში.,მათი  ღია კარის დღეებზე მოწვევა.

სექტემბერი

ადმინისტრაცია

 

 

9.8.

ახალი რუბრიკა მშობლებისათვის:„დაუსვი კითხვა სკოლის დირექტორს!“

დისტანციური  კომუნიკაცია  ON-LINE-რეჟიმში   სკოლის  დირექტორთან, პროგრამა შKYPE-ის გამოყენებით.

ყოველ პარასკევს,18.00 დან 19.30 საათამდე

დირექტორი

 

                                  

     10.საერთაშორისო კავშირების დამყარება და განვითარება

10.

სკოლის პარტნიორობის განვითარება ქვეყნის გარეთ

 

*სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით,

მოსწავლეთა გაცვლით პროგრამებში ჩართვის უზრუნველყოფა.

 

 

  სასწავლო წლის განმავლობაში.

 

 

ადმინისტრაცია

 

 მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს, ევროპისა და ამერიკის წარმატებული სკოლების ხელმძღვანელებთან, მოსწავლეებთან ურთიერთობის დასამყარებლად ერთობლივ საერთაშორისო პროექტებსა და კონფერენციებში მონაწილეობისათვის.

10.1.

საქართველოს, ევროპისა და ამერიკის წარმატებული სკოლების მოსწავლეებთან ურთიერთობის დამყარება,ტელეხიდების ორგანიზება,ერთობლივ საერთაშორისო პროექტებსა და კონფერენციებში მონაწილეობა

სასწავლო წლის განმავლობაში.

 

ადმინისტრაცია

 

 

10.2.

უცხო ენების სხვადასხვა კურსებზე წარჩინებული მოსწავლეების გაგზავნა.

სასწავლო წლის განმავლობაში.

 

ადმინისტრაცია

 

 

10.3.

 

დაძმობილების პროგრამებში აქტიურად ჩართვა,კონტაქტების დამყარება და წარმატებული სკოლების  გამოცდილების შესწავლა და გაზიარება.

სასწავლო წლის განმავლობაში.

 

ადმინისტრაცია

 

 

10.4.

თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება ქვეყნისა და უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

სასწავლო წლის განმავლობაში

ადმინისტრაცია

 

 

     

 

  11.ჯანსაღი სკოლის კონცეფცია.

11.

 

სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრე-ბისათვის სპეციალური პროგრამების შემუშა-

ვება

 

  2012 წლის აგვისტო

 

ადმინისტრაცია

 

 სკოლაში შემუშავებულია

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის

სპეციალური პროგრამები.

 

11.1.

სკოლის ფსიქოლოგის ინსტიტუტის გაძლიერება

სასწავლო წლის განმავლობაში.

 

ადმინისტრაცია

 

 

11.2.

ფსიქოლოგის კონსულტაციების დანერგვა

ONLINE  რეჟიმში  SKYPE-ს  და ტელეფონის მეშვეობით,

მოსწავლეების,მშობლების და პედაგოგებისათვის.

სასწავლო წლის განმავლობაში.

ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 14.00 დან 15.00 საათამდე.

 

სკოლის ფსიქოლო-

გი

 

11.3.

 

  • პედაგოგების ურთიერთთანამშრომლობის სისტემის დანერგვა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს დამკვიდრება სკოლაში.

სასწავლო წლის განმავლობაში.

 

ადმინისტრაცია

 

                                    12.სწავლებისა და აღზრდის საქმეში მასტიმულირებელი ბერკეტების მოძიება და გამოყენება

12.

  • მოტივაციის გაზრდა ფინანსური და წახალისების სხვადასხვა ფორმებით.;თანამშრომელთა მოტივაციაზე ორიენტირებული შრომის ანაზღაურების მოქნილი სისტემის დანერგვა.
  • თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების და პროფესიული განვითარების ღონისძიებათა გეგმის შემუშავება და განხორციელება.

 

 სასწავლო წლის განმავლობაში.

სექტემბერი

 

ადმინისტრაცია

 

 

 

12.1.

  • მოსწავლეთასტიპენდირება;  ერთჯერადი დახმარებისა
  • და პრემიების გაცემა;
  •  

სასწავლო წლის განმავლობაში.

 

ადმინისტრაცია

 

 

12.2.

ეროვნულ  სასწავლო ოლიმპიადებში;  სასწავლო-შემოქმედებით  კონფერენციებსა  და  სხვადასხვა პროექტებში  გამარჯვებულ  პედაგოგთა  და  მოსწავლეთა  პრემირება.

სასწავლო წლის განმავლობაში.

 

ადმინისტრაცია

 

 

12.3.

 

  • სერტიფიცირებული მასწავლებლების ფინანსური წახალისება.

სასწავლო წლის განმავლობაში.

 

ადმინისტრაცია

 

 

12.4.

  • სხვადასხვა ნომინაციების კონკურსების დებულებების შემუშავება.

სექტემბერი-ოქტომბერი

ადმინისტრაცია

თვითმმართველობა

 

 

 

 

TOP.GE